აშშ-ში, კალიფორნიის შტატში ორშაბათს მამაკაცი დააკავეს, რომელმაც საკუთარი ოჯახის წევრი მოკლა და მის სხეულს ჭამდა.
სამართალდამცავთა განცხადებით, ისინი გამოეხმაურნენ რიჩმონდის მაცხოვრებლის სატელეფონო ზარს პოლიციაში, რომელმაც განაცხადა რომ მის მეზობლად ძალზე ხმაურიანი ადამიანი ცხოვრობდა, სადაც უცნაური ხმები ისმოდა.
როდესაც ოფიცრები კონკრეტულ მისამართზე მივიდნენ, მათ აღმოაჩინეს კანიბალიზმის ფაქტი- მამაკაცი ერთ-ერთი გარდაცვლილი ადამიანის სხეულის ჭამის პროცესში იმყოფებოდა.
აღმოჩნდა, რომ ბოროტმოქმედი 37 წლის კაცია, რომელმაც თავისი 90 წლის ბებია მოკლა და მის სხეულს ჭამდა. როდესაც პოლიციელები სახლში შევიდნენ, მათ დახვდათ მამაკაცი, რომელიც მოკლული ადამიანის სხეულს აქუცმაცებდა და „ადამიანის ხორცს უმად“ მიირთმევდა. პოლიცელებმა მის წინააღმდეგ სპეციალური გამაყრუებელი იარაღი გამოიყენეს, რადგან იგი მათ ბრძანებას შეჩერების შესახებ არ ემორჩილებოდა და ჭამას აგრძელდებდა, რომლის შემდეგაც იგი დააკავეს და საპატიმროში გადაიყვანეს.
სამართალდამცავთა განცხადებით, აღნიშნული სისასტიკის მიზეზი შესაძლოა ნარკოტიკების ჭარბი მოხმარება იყოს, რომელმაც მამაკაცს ფსიქიკა დაუზიანა.
მასალის გამოყენების პირობები






