ერთ-ერთ ქალაქში დასჯა ათი ათასი მაყურბლის თანდასწრებით, სტადიონზე გაიმართა. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ ადგილობრივი მოსახლეობა აიძულა დახვრეტის სანახავად მისულიყო. სანახაობაზე მიყვანილთა შორის ბავშვებიც იყვნენ.
ჩრდილოეთ კორეის შვიდ ქალაქში, ნოემბრის დასაწყისიდან მოყოლებული, მთლიანობაში 80 პირი დასაჯეს, იუწყება სამხრეთ კორეული გაზეთი „ჩუნან ილბო“. მათი უმრავლესობა დამნაშავედ ცნეს სამხრეთ კორეული ტელეპროგრამების და სერიალების ყურებაში, ამორალურ ქცევაში, პორნოგრაფიის გავრცელებასა და აზარტულ თამაშებში.
თითოეულ ქალაქში დაახლოებით ათათი კაცი სახალხოდ დახვრიტეს. დასჯის ერთ-ერთი პროცესი სტადიონზე გაიმართა, რომელზეც 10 ათასი მაყურებელი, მათ შორის ბავშვები, მიიყვანეს.

კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ხელისუფლებაში კიმ ჩენ ინის მოსვლის შემდეგ, ეს ყველაზე მასიური დასჯაა.
2013 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეაში პატრიოტული სიმღერების შემსრულებელი ორი მუსიკალური ჯგუფის წევრები დახვრიტეს. სასჯელის მიზეზი მუსიკოსების „ზედმეტად თავისუფალი ხასიათის“ გადაღებებში მონაწილეობა იყო. ზოგიერთი ცნობის მიხედვით, დახვრეტილთა შორის აღმოჩნდა კიმ ჩენ ინის ყოფილი შეყვარებული, რომელთანაც მან ურთიერთობა მამის - კიმ ჩენ ირის მოთხოვნით შეწყვიტა.
მასალის გამოყენების პირობები






