ბელგიის პრინცმა იოაჰიმმა, ბოდიში მოუხადა საზოგადოებას იმის გამო, რომ ესპანეთში ყოფნის დროს იზოლაციის წესების დარღვევით მონაწილეობა მიიღო გამართულ წვეულებაზე, რა დროსაც იგი კოვიდ 19-ით დაინფიცირდა.
მან თავის მიმართვაში ღრმა მწუხარება გამოთქვა ჩადენილი ქმედების გამო და მზადაა მიიღოს ყველანაირი შედეგისთვის, რაც შესაძლოა მის გაუაზრებელ ქმედებას მოჰყვეს.
ბელგიური მედიის ინფორმაციით, პრინცი კორონავირუსით კორდობაში 26 მაისს გამართულ ვიწრო წვეულებაზე დაინფიცირდა, სადაც იგი თავის მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა . ესპანური კანონმდებლობით იკრძალება პანდემიის განმავლობაში 15 ადამიანზე მეტის შეკრება ნებისმიერ ღონისძიებაზე. აღნიშნულ წვეულებას კი 27 ადამიანი დაესწრო.
ყველა სტუმარი, რომელიც მონაწილეობას იღებდა პრინცთან ერთად კორდობაზე გამართულ წვეულებაზე გადაყვანილნი არიან კარანტინში. პოლიცია იძიებს აღნიშნულ ფაქტს, რომლის დარღვევის გამო თითოეულ ადამიანს 10 000 ევროს ოდენობის ჯარიმა ეკისრება.
მასალის გამოყენების პირობები






