შემოდგომაზე ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ზე სეროპრევალენტობის კვლევის ჩატარებას ვგეგმავთ
COVID-19 - 14:29, 01 Jun, 2020     650

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შემოდგომაზე ქვეყნის მასშტაბით სეროპრევალენტობის კვლევის ჩატარება იგეგმება. მისივე თქმით, მანამდე, ისინი მსგავსი კვლევის ჩატარებას ტურისტულ ობიექტებში აპირებენ.

რაც შეეხება ბოლნისსა და თელავში ჩატარებულ სეროპრევალენტულ კვლევას, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ იქ შემთხვევითი პრინციპით 150-150 მოზრდილი ადამიანი შეარჩიეს და ანტისხეულებსა და ანტიგენებზე სწრაფ ტესტებს ატარებდნენ. აქედან დადებითი პასუხი ბოლნისში ერთ ადამიანს დაუფიქსირდა, ხოლო თელავში არავის.

მისივე თქმით, შემოდგომაზე ქვეყნის მასშტაბით კლასიკური სეროპრევალენტური კვლევა ჩატარდება, სადაც უკვე რამდენიმე ათასი ადამიანი იქნება შერჩეული და სწრაფ ტესტებს აღარ გამოიყენებენ.

"ამას სჭირდება სერიოზული მომზადება. მანამდე იქნება ასეთი ოპერაციული სეროპრევალენტობის კვლევები რამდენიმე მუნიციპალიტეტებსა და დასახლებულ ადგილებში. კლასიკური [კვლევა] მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება არა უკვე სწრაფი არამედ სეროლოგიური მეთოდით, რომელიც დაფუძნებულია იმუნოფერმენტულ ანალიზზე ე.წ. ელაიზაზე, რომელიც იძლევა უფრო ზუსტ მონაცემებს უმუნოგლობულინ-G და უმუნოგლობულინ-M ანტისხეულების გავრცელებისა ქვეყანაში. ერთი მიუთითებს მწვავე რეაქციაზე, მეორე მიუთითებ გადატანილ დაავადებაზე. ეს იქნება შემოდგომაზე", - განმარტავს გამყრელიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42