ქართველი რეპერი დავით პაქსაშილი, იგივე Ras Green მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ის მესამე სართულიდან გადმოვარდა და მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
„ორივე ფეხი აქვს დაშლილი, განადგურებული, ორივე ხელი, სახე აქვს ჩაფშვლილი, სახე, ყბა, ცხვირი, თითები, ნეკნები, თავიდან არის ასაწყობი. გვერდში უნდა დავუდგეთ, მთავარია სიცოცხლეს საფრთხეს არ ემუქრება. ხერხემალი დაზინებული არ არის, ტვინი და შინაგანი ორგანოებიბდ დაზიანებული არ არის. დიდი იმედი მაქვს თქვენი” – ამბობს ქართველი მუსიკოსის მეგობარი ნიკოლოზ ვერძეული.
„გამარჯობათ მეგობრებო, ცუდი ამბავი გვაქვს…
უმაგრესი პირვონება და უნიჭიერესი რეპერი Ras Green დღეს დილით გადმოვარდა მესამე სართულიდან. ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება Jerars Clinic-ში. აქვს მრავალი მოტეხილობა და ესაჭიროება სამი ოპერაცია… ვისაც შეგიძლიათ დახმარება Nick Green-ის (ნიკოლოზ ვერძეული) ანგარიშზე ჩარიცხეთ თანხა. ყოველი თეთრი მნიშვნელოვანია!!!
თიბისი / TBC : GE22TB7967045063600036
წინასწარ დიდი მადლობა და გთხოვთ მეგობრები დაამატოთ ჯგუფში. ერთად ვიბრძოლოთ ამ კაცის გადასარჩენად ” – წერს ალექსანდრე დგებუაძე.
დავით პაქსაშვილი 24 წლის ასაკში გადაცემა „ცოდნა ფულიას“ პირველი გამარჯვებული გახდა, სადაც 25 000 ლარი მოიგო.
მასალის გამოყენების პირობები






