ბრიტანეთში, ჩრდილოეთ იორკშირში 82 წლის მამაკაცს ძროხების ნახირი დაესხა თავს, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. მისი 78 წლის მეუღლე ვერტმფენით სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გადაიყვანეს საავადმყოფოში.
პოლიციის თქმით, წყვილს სეირნობის დროს დაესხა თავს შინაურ ცხოველთა ნახირი. გავრცელებული ინფორმაციით, ქალსა და მის მეუღლეს ძროხებმა თავდასხმის შემდეგ გადაუარეს- ერთ ერთი ვერსიით, მამაკაცს რამდენიმე ცხოველმა თავის არეში უმძიმესი დარტყმა მიაყენა ჩლიქებით, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა.
ბრიტანეთის ჯანმრთელობის უწყების ხელმძღვანელთა განცხადებით, მსგავსი შემთხვევები ხშირია ქვეყანაში, რის გამოც ძროხები ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ცხოველებად ითვლებიან. არაერთი ფატალური ინციდენტია ბოლო წლების განმავლობაში გაერთიანებულ სამეფოში დაფიქსირებული, რა დროსაც მსხვერპლი ფერმის მუშები და უბრალო გამვლელები ხდებიან.
მასალის გამოყენების პირობები






