იქვე ნათქვამია, რომ რუსულ კომპანიასთან შეკვეთა "პარალელურმა არალეგალურმა ორგანიზაციამგიჯვ" გააფორმა, იმ დროს, როდესაც ამის ერთადერთი კანონიერი უფლება ტრიპოლიში მდებარე ლიბიის ცენტრალურ ბანკს აქვს.
ვაშინგტონი აცხადებს, რომ რუსეთში დაბეჭდილი ყალბი ლიბიური ფულის მიმოქცევამ ფაქტიურად გაანადგურა ქვეყნის ეკონომიკა და აშშ ყველა ღონეს იხმარს, რომ გაეროსა და პარტნიორებთან ერთად აღკვეთოს მოსკოვის ეს უკანონო ქმედება.
როგორც ცნობილია, მოსკოვი მეამბოხე გენერალ ჰალიფ ჰაფტარს უჭერს მხარს და მას იარაღითა და სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" მებრძოლებით ეხმარება.
ორხელუსუფლებიანობა ლიბიაში მუამარ კადაფის სიკვდილის შემდეგ გრძელდება. ჰაფტარის არმია ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილს აკონტროლებს და დედაქალაქ ტრიპოლის აღებას ცდილობს, სადაც საეთაშორისოდ აღიარებული ეროვნული ერთობის მთავრობაა განთავსებული.
მასალის გამოყენების პირობები






