მას შემდეგ, რაც აშშ მასობრივმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა, სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება- ადგილი აქვს სახელმწიფო შენობებზე თავდასხმას, პოლიციის სამმართველოებისთვის ალმოდებული ბოთლების სროლას და პრესტიჟული მაღაზიების მასობრივ ძარცვას.
ქალაქში ადგილი აქვს აგრეთვე ლოკალურ შეტაკებებს მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის. ხშირია სამართალდამცავი უწყების შენობებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე ანარქისტული სიმბოლოების გაკვრას, რაც ამერიკის მთავრობის მხრიდან შეშფოთებას იწვევს.
ამბოხებულები შეიჭრნენ იუსტიციის სახლში, რომელიც პოლიციის მთავარ შტაბბინას წარმოადგენს- დაამტვრიეს ინვენტარი და გააჩაღეს ცეცხლი შენობის შიდა ოთახებში.
ტვიტერზე აგრეთვე ვრცელდება ვიდეოკადრები, თუ როგორ შედიან შტურმით ფერადკანიანი ამერიკელი მოქალაქეები “APPLE”-ისა და „Louis Vuitton”-ის მაღაზიებში, არბევენ და ძარცვავენ ბრენდის შიდა ტერიტორიებს.
მასალის გამოყენების პირობები






