ჩრდილოეთ კორეაში ცოლ-ქმარი სიკვდილით დასაჯეს მას შემდეგ, რაც ისინი თავიანთ 14 წლის ძმისშვილთან ერთად გაქცევის მცდელობის დროს დააკავეს.
50 წელს გადაცილებული წყვილი თავიანთი სახლიდან, ჰიენსანიდან გაქცევას ცდილობდნენ კორონავირუსული მკაცრი კარანტინის გამო.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალს სურდა თავისი ძმისშვილი მისი მშობლებისთვის დაებრუნებინა სამხრეთ კორეაში. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი სწორედ მაშინ დააკავეს, როდესაც საზღვრის გადალახვას ცდილობდნენ. საზღვარი კი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში კორონავირუსული კარანტინის გამო ძალზე მკაცრად კონტროლდება.
მედიის ინფორმაციით, არასრულწლოვანი სიკვდილს გადაურჩა, მისი დეიდა და ბიძა კი სასტიკად აწამეს სიკვდილამდე, რათა გაეგოთ მათი გეგმების შესახებ- ორივე მათგანი ყოველგვარი სამართლებრივი პროცესის წარმოების გარეშე დახვრიტეს.
მასალის გამოყენების პირობები






