საქართველოში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 11 ახალი შემთხვევიდან ორის წყარო ბოლნისს უკავშირდება, ცხრა კი, უკვე დადასტურებულ შემთხვევის კონტაქტია.
თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო ხელმძღვანელის, მარინა ეზუგბაიას თქმით,11 დადასტურებული შემთხვევიდან ორი ბოლნისის ცნობილი წყაროა, დანარჩენი ცხრა კი უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებულები.
" ყველა ცნობილია. გრძელდება კვლევა თუ არსებობს ამ წყაროში კიდევ ინფიცირებულები. ახალი კლასტერი არ არის, ცნობილი წყაროა. დადასტურებული პაციენტების კვლევა გრძელდება. კონტაქტირებულების კვლევა ტარდება კონტაქტის პირველი დღიდან დაახლოებით 14 დღის განმავლობაში. დაავადების გამოვლენის პერიოდი არის ერთიდან 14 დღემდე. ეს პაციენტები გამოკვლეული იყვნენ მე-13, მე-14 დღეს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდებობა ბოლო 24 საათში 11-ით გაიზარდა და 757 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
24-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და 600 გახდა. ამ დროსითვის კოვიდცენტრებში 145 პაციენტი მკურნალობს
მასალის გამოყენების პირობები






