ინფორმაცია, თითქოს მერია პენსიონერთა დასახმარებლად 200 ლარს არიგებს, სრული ტყუილია - თბილისის მერია
საზოგადოება - 18:23, 29 May, 2020     744

ტყუილია ინფორმაცია, თითქოს მერია პენსიონერთა დასახმარებლად 200 ლარს არიგებს, სამწუხაროა, რომ ასეთ რთულ ვითარებაში მავანთა სამიზნე პენსიონერები გახდნენ - ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
მერიის ინფორმაციით, გავრცელებული ტყუილის მიზანი მერიის დისკრედიტაციაა.

„თბილისის მერიის სერვისცენტრს არაერთმა მოქალაქემ მიმართა. განცხადებების შემომტანთა უმრავლესობას წარმოადგენს საპენსიო ასაკის ხალხი. ისინი აცხადებენ, რომ სხვადასხვა წყაროდან მიიღეს ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერია პენსიონერთა დასახმარებლად არიგებს 200 ლარიან დახმარებას, ხოლო განცხადების ჩაბარების ბოლო ვადა არის 29 მაისი. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სრული ტყუილი და დეზინფორმაცია. თბილისის მერიას არ აქვს მსგავსი დახმარების პროგრამა.

რაც შეეხება პანდემიით დაზარალებულ მოქალაქეთა დახმარებას, ეს არის სამთავრობო პროგრამა, რის შესახებაც ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია. სამწუხაროა, რომ ასეთ რთულ ვითარებაში, სწორედ პენსიონერები გახდნენ მავანთა სამიზნე, რომელთა მოტყუების გზით ადგილი აქვს თბილისის მერიის დისკრედიტირების მცდელობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42