ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ ახალ თავდაცვით მექანიზმებს შემოიღებს, ქალთა უფლებების დასაცავად. აღნიშნული გადაწყვეტილება დღის წესრიგში მას შემდეგ გაჩნდა, რაც 14 წლის არასრულწლოვანი გოგო მამამ „ღირსების მკვლელობის“ ეგიდით მოკლა, რამაც ქვეყანაში აღშფოთება გამოიწვია საზოგადოების მხრიდან.
რომინა აშრაფის მამა ეჭვმიტანილია სასოფლო-სამეურნეო ნამგალით შვილის მკვლელობის გამო. გავრცცელებული ინფორმაციით, მამის განრისხება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ 14 წლის გოგონა ოჯახიდან ირანის ჩრდილოეთის რეგიონში, თალეშში გაიპარა 29 წლის მამაკაცთან ერთად.
სამართალდამცავებმა რომინას მამა დააკავეს. მომხდარ ფაქტს ირანული სამთავრობო მედია გარკვეული პერიოდის განმავლობაში მალავდა.
უცნობია 29 წლის მამაკაცს წაუყენებენ თუ არა სისხლის სამართლებრივი მუხლით დანაშაულს.
ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაცია “AMNESTY INTERNATIONAL”-მა სრული პასუხისმგებლობა ირანულ მთავრობა დაააკისრა და მოუწოდა ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს დაასრულონ დაუსჯელობის ტენდენცია ქალთა მოძალადეების მიმართ.
მასალის გამოყენების პირობები






