ბოლივიაში სამმა ძმამ „შავი ქვრივის“ ერთ-ერთ ყველაზე შხამიანი სახეობის ობობას აკბენინა იმ იმედით, რომ ისინი „ადამიანი-ობობად“ გადაიქცეოდნენ. აღნიშნული ფაქტის შემდეგ სამივე ჰოსპიტალიზებულია.
8, 10 და 12 წლის ბიჭები მაშინ როდესაც თხებს მწყემსავდნენ წააწყდნენ ობობას. ბავშვები იმედოვნებდნენ, რომ ობაბას ნაკბენის შემდეგ კომიქსის გმირებად გადაიქცეოდნენ-ისინი მიუახლოვდნენ ობობას და ჯოხით დაუწყეს ჩხვლეტა და იქამდე არ შეწყვიტეს მისი წვალება, სანამ მან თითეულ ბავშვს არ უკბინა. მოზარდების მდგომარეობა რამდენიმე წუთში დამძიმდა, რომლის შემდეგაც დედამ ისინი სასწრაფოდ ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვან.
გავრცელებული ინფორმაციით მეორე დღეს არასრულწლოვნები ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს ლა პაზში. მათ სიმპტომებად მაღალი ტემპერატურა, შეშუპება, ოფლიანობა და კუნთების ძლიერი ტკივილი აღენიშნებოდათ.
შეგახსენებთ, რომ „შავი ქვრივის ობობისგან“ ნაკბენს შეუძლია სხვადასხვა სიმპტომების გამოწვევა, მათ შორისაა ღებინება და თავბრუსხვევაც, ბავშვების შემთხვევაში კი ფატალური შედეგიც კი შეიძლება დაფიქსირდეს. ობობის შხამი გავლენას ახდენს და აზიანებს ნერვულ სისტემას, აღინიშნება აგრეთვე წვის შეგრძნება და ძლიერი შეშუპება, მუცლის ტკივილი, შეშუპებული ქუთუთოები და სისუსტე ორგანიზმში.
მასალის გამოყენების პირობები






