Twitter-მა სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის მიერ გამოქვეყნებული პოსტი დამალა, რის მიზეზადაც საიტის ადმინისტრაცია ძალადობის წახალისებას ასახელებს.
„ეს ბოროტმოქმედები შეურაცხყოფენ ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას და მე ამას არ დავუშვებ.ველაპარაკე გუბერნატორ ტიმ ვოლსს და ვუთხარი, რომ არმია ჩადის ქალაქში. ნებისმიერი გართულება სიტუაციისა და ჩვენ თავზე ავიღებთ მდგომარეობის კონტროლს- როდესაც იწყება ძარცვა, იწყება სროლაც. მადლობა! „ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტვიტერის ადმინისტრაციამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა , რომ მათ მიიღეს ტრამპის პოსტის დამალვის გადაწყვეტილება, რათა იგი არ გამხდარიყო ძალადობის კატალიზატორი და ინსპირაციის წყარო სხვებისთვის. სოციალური ქსელის ხელმძღვანელობა აგრეთვე აღნიშნავს- პოსტის წაშლა იმის გამო არ მოხდა, რომ მასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ინტერესის მნიშვნელობა ძალზე მაღალი იყო.
შეგახსენებთ, რომ მერიკის ეროვნული გვარდიის დანაყოფები, 500 მებრძოლის ოდენობით ქალაქ მინეაპოლისში შევიდნენ, სადაც საპროტესტო აქციები იმართება ფერადკანიან, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო. ამის შესახებ ტვიტერის საკუთარ გვერდზე ეროვნული გვარდიის პრესსამსახური წერს- „ ჩვენ 500-ზე მეტი მებრძოლი გავგზავნეთ მინეაპოლისსა და მიმდებარე. ჩვენ მიზანს წარმოადგენს სიცოცხლისა და საკუთრების დაცვა და აგრეთვე დემონსტრაციებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა მშვიდობიან ფორმებში. მთავარ მიზანს წარმაოდგენს უზრუნველყოფა იმისა, რომ სახანძროებმა ოპერატიულად იმუშაონ.
რომ რამდენიმე საათის წინ ABC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს აპროტესტებდნენ, პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. ადგილზე კი სახანძრო ბრიგადები არიან მობილიზებულნი.
მასალის გამოყენების პირობები






