29 წელი თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე!
საზოგადოება - 12:33, 26 May, 2020     451

„26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა! 1991 წელს, სწორედ მაშინ, როდესაც ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე სამშობლო დამოუკიდებლობას იბრუნებდა, თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, მოკრძალებული, მაგრამ დიდი გეგმების მქონე დიაგნოსტიკური ცენტრის არსებობას ეყრებოდა საფუძველი, რომელსაც სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის ინსტიტუტი ეწოდა და ქვეყანაში დიაგნოსტიკური მიმართულების განვითარებაზე აიღო გეზი.

ინსტიტუტის დამაარსებელი და სულისჩამდგმელი ბაბუაჩემი აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა გახლდათ, რომელსაც საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრებისას ერთი ოცნება ჰქონდა: „ვოცნებობ, საქართველოში დიაგნოსტიკური მიმართულების განვითარება ევროპულ დონეზე მოხდეს“. მას ეჩქარებოდა დაბრუნება, სხვა ქვეყანაში აღიარებას, უამრავ საინტერესო პერსპექტივას არჩია, თავისი ცოდნა და გამოცდილება საკუთარი სამშობლოსთვის გაეზიარებინა და ეს ნაბიჯი არასდროს უნანია. ინსტიტუტი, როგორც მას 29 წლის წინათ უწოდეს, მხოლოდ 1-ელ სართულზე იყო განლაგებული და 15 ადამიანისგან შედგებოდა, რესურსების სიმწირისა და ბევრი წინაღობის მიუხედავად, კლინიკის თითოეული თანამშრომლის მთავარი ამოცანა იმ დროიდან პაციენტების ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგომა იყო.

მოთმინებამ, რწმენამ და შრომამ ნამდვილად გამოიღო შედეგი! აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი 6 კორპუსს და 500-მდე თანამშრომელს აერთიანებს. ბაბუას ჩანაფიქრი რეალობად იქცა - 10 ოთახისგან დაკომპლექტებული ინსტიტუტი რეგიონის ერთ-ერთ მთავარ სამედიცინო ცენტრად ჩამოყალიბდა!

29-წლიანმა ისტორიამ კვალიფიციური ექიმების ცოდნა და გამოცდილება გააერთიანა, ჩვენს გუნდს შემატა არაერთი ახალგაზრდა ექიმი, რომელთა შრომამ და ენთუზიაზმმა კიდევ უფრო გააძლიერა მათი პროფესიონალიზმი. მუდმივი განვითარებისა და სრულყოფისკენ სწრაფვის სურვილით, კლინიკა დაკომპლექტებულია ულტრათანამედროვე აპარატურით, არაერთი უნიკალური სერვისით და გამორჩეული, კომფორტული და მყუდრო გარემოთი.

რომ არა ჩვენი პაციენტები, მათი ახლობლები, რომლებიც ყოველდღიურად გვანდობენ თავიანთ და საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობას, ჩვენ ვერ შევძლებდით იმ სიმაღლეზე ყოფნას, სადაც ვართ. ეს ის ძალაა, რომელიც ვერასდროს გაგვაჩერებს, ვერასდროს მისცემს ჩვენს ექიმებს დანებების უფლებას, ეს ნდობა შეუფასებელია, ვუფრთხილდებოდით და ყოველთვის გავუფრთხილდებით რწმენას, რომელიც პაციენტებს ჩვენი კლინიკის მიმართ უჩნდებათ. იყო ექიმი, ნიშნავს, ცხოვრობდე პაციენტისთვის, გახდე მისთვის უახლოესი ადამიანი, ის, ვინც გზის საწყისიდან გამოჯანმრთელების ბოლო საფეხურამდე მის გვერდით იქნება.

ვამაყობ, რომ უამრავ სასიკეთო სიახლესთან, წარმატებასა და გამარჯვებებთან ერთად, ჩვენ ერთად გამოვიარეთ უდიდესი დანაკლისი, სირთულეები, მაგრამ დავრჩით ერთ მუშტად, ერთ გუნდად, რომლისთვისაც ყოველთვის მთავარი იყო პაციენტი, მასზე ზრუნვა. ექიმი, პირველ რიგში, გულისხმობს განუზომელ, უპირობო სიყვარულს საკუთარი პროფესიის მიმართ, თავდადებული ხარ ერთი მთავარი მიზნისთვის - გამოაჯანმრთელო, მისცე სიცოცხლის ხალისი, გაუუმჯობესო ცხოვრების ხარისხი და იყო ბედნიერი მისი კარგად ყოფნით. მადლიერი პაციენტების თვალები არის ის სინათლე, რომელიც თითოეული ჩვენი ექიმისთვის მთავარი ჯილდოა.

ვამაყობ ჩვენი პერსონალით, რომელიც იზიარებს კლინიკის ფასეულობას და ყველაზე რთულ, არასტაბილურ სიტუაციაშიც კი რჩება ერთ გუნდად, ჩვენ ერთად შევძელით, შეგვენარჩუნებინა და გაგვეგრძელებინა ისტორია, რომელიც უკვე მსოფლიოსთვის ცნობილია და თოდუას სამედიცინო ცენტრი ჰქვია.

მინდა, თითოეულ იმ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო, ვინც 29 წელია ქმნის ამ კლინიკის ისტორიას, მადლობა გადავუხადო ჩვენს პაციენტებს და მათ თანხმლებ პირებს. მადლობა, რომ მოგვეცით საშუალება, ღირსეულად მოვსულიყავით 2020 წლამდე. გვაქვს თქვენი იმედი და გაძლევთ პირობას - ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ, თბილისის იმ უძველეს უბანში, სადაც ჩვენი კლინიკა მდებარეობს, გეგულებოდეთ მეგობრული და თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე მყოფი ადამიანები!

2020 წელს ჩემი ოცნებაა, კვლავ ღირსეულად ვიდგეთ თქვენს გვერდით, თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე“.

გიორგი დიასამიძე, აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის გენერალური მენეჯერი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42