სახლი – 148,000 $, მიწის ნაკვეთი, წილები 8 კომპანიაში - მეუფე ანტონის შთამბეჭდავი ქონება
საზოგადოება - 11:55, 26 May, 2020     2647
სკანდალური ქადაგებითა და დასავლეთის მიმართ კრიტიკით გამორჩეული მეუფე ანტონის ქონებრივი მდგომაროება "აი ფაქტის" ჟურნალისტებმა შეისწავლეს.


მეუფე ანტონ ბულუხიას ქონება შთამბეჭდავია. იგი ფლობს 148,000 დოლარის ღირებულების ბინას თბილისში, 42,000 კვ.მ მიწის ფართობს წავკისში, 656 კვ.მ მიწას წავკისში.

ასევე მას აქვს წილები 8 კომპანიაში და ხელმძღვანელობს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ 5 ორგანიზაციას.

ჟურნალისტ ნინო ბაქრაძის ინფორმაციით , მეუფე ანტონის ან სხვა მეუფეების მხრიდან დასავლეთის კრიტიკა ერთგვარი შურისძიებაა, იმის გამო, რომ სწორედ დასავლეთი უწევს ფინანსურ და მორალურ დახმარებას იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც საპატრიარქოსა და კონკრეტული მეუფეების ბიზნესები სააშკარაოზე გამოაქვთ.

"მიტროპოლიტი ანტონი (ერისკაცობაში მარკოზ ბულუხია), საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ფლობს:
1. 157 კვ.მ. ბინას თბილისის ცენტრში, რომელიც 148,000 დოლარად შეიძინა 2012 წელს;
2. 42,000 კვ.მ. მიწას ვარციხეში;
3. 656 კვ.მ. მიწას წავკისში;
4. 554 კვ.მ. მიწას ვანში (სადაც ჰყავს თანამფლობელიც).

ბულუხია ფლობს წილებს რვა კომპანიაში და ხელმძღვანელობს საპატრიარქოს მფლობელობაში მყოფ ხუთ ორგანიზაციას. კომპანიების ნაწილი სამშენებლო საქმიანობას ეწევა, ნაწილი კი სუვენირებით ვაჭრობს.

მიტროპოლიტის კომპანიები სახელმწიფო შესყიდვებშიც მონაწილეობდნენ. ოთხივე შემთხვევაში ხელშეკრულება გაფორმებულია პირდაპირ ამ კომპანიებთან, ტენდერის გამოცხადების გარეშე. ანუ დამკვეთი არ აცხადებდა კონკურსს და პირდაპირ აღნიშნულ კომპანიებთან დებდა გარიგებას. მაგალითად, 2014 წელს ისნის რაიონის გამგეობამ მიტროპოლიტ ანტონის კომპანიას, შპს „ვინოგრადს“ 31,368 ლარი გადაუხადა ისანში ხუთი სახლის სახურავის შეცვლაში. კონტრაქტს ხელს ბულუხიას პარტნიორი, ვალერ ჩოჩია აწერს, რომელიც შპს “ვინოგრადში” 50 პროცენტს ფლობს.

2013 წელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ანტონის კომპანიისგან, შპს “დოზოჯი სუვენირისგან” შეიძინა 4,725 ლარის ღირებულების ღვინის ბოთლის ჩოხები (135 ცალი).

ვანის მუნიციპალიტეტის სარაგბო კლუბმა „აიეტმა“ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მოციქულთასწორის ნინო ქართველთგანმანათლებლის სახელობის ვანის მართლმადიდებლური გიმნაზიიისგან, რომლის დირექტორიც მიტროპოლიტი ანტონია, 2016 და 2017 წლებში შეისყიდა 2,059 ლარის ღირებულების სატრანსპორტო მომსახურება" - აღნიშნულია "აი ფაქტის" მიერ გასაჯაროვებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42