ფილიპინებზე 1 მილიონი ადამიანის ევაკუირება მოხდა. წითელი ჯვარი იტყობინება, რომ სტიქიის შედეგად არანაკლებ 1200 ადამიანი დაიღუპა.
ტაიფუნ „ჰაიანს“ქარიშხლების შკალით, უმაღლესი, მეხუთე კატეგორია მიენიჭა. სანაპიროზე მიღწევისას „ჰაიანის“ სიჩქარემ წამში 87 მეტრი შეადგინა( 300კმ/სთ.-ზე მეტი).
ექსპერტთა შეფასებით ტაიფუნისგან მიღებული ზარალი კატასტროფული იქნება.

ამ წუთისთვის, ციკლონი ფილიპინებიდან ჩრდილო-დასავლეთით, ვიეტნამისკენ 35 კმ/სთ სიჩქარით მიემართება. როგორც მოსალოდნელია, დასაუსტებული ტაიფუნი ისევ მოიკრებს ძალას.
მეტეოროლოგების პროგნოზით ტაიფუნი ვიეტნამის სანაპიროებს კვირას მიაღწევს. ხელისუფლებამ სასწავლებლები უკვე დახურა.
ვიეტნამის ხელისუფლებამ ტაიფუნი „ჰაიანის“ მიახლოვების გამო, ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუირება დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები






