ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის გადაწყვეტილებით, დაგეგმილია 2000-მდე თალიბანელი პატიმრის გათავისუფლება მას შემდეგ, რაც 3 დღიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოეწერა ხელი ბოევიკებთან. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ოფიციალური ქაბულის ამ ნაბიჯმა შესაძლოა ნიადაგი მოამზადოს ავღნეთის შიდა სიტუაციის დასასტაბილურებლად.
ღანის თქმით, თალიბანელი პატიმრების გათავისუფლება კეთილინების გამოხატულების ჟესტია - „მთავრობა დგამს ნაბიჯებს, რათა მოხდეს მშიდობიანი პროცესებისთვის ხელშეწყობა“- აღნიშნა პრეზიდენტის სპიკერმა.
ავღანეთის მთარობა აგრეთვე მოითხოვს, რომ თალიბანმა გაათავისუფლოს უსაფრთხოების ძალების პირადი შემადგენლობა მათი ნაბიჯი პარალელურად.
თალიბანი კარგ ნაბიჯად აფასებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, თუმცა აღნიშნავს, რომ დოჰას შეთანხმება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ითვალისწიენბდა 5000 დატყვევებულის გათავისუფლებას.
შეგახსენებთ, რომ 29 თებერვალს თალიბანი აშშ-თან შეთანხმების საფუძველზე დათანხმდა, გაათავისუფლოს 1000 ავღანელი უსაფრთხოების ძალების მებრძოლი 5000 თალბანელი ჯარისკაცის გათავისუფლების სანაცვლოდ
მასალის გამოყენების პირობები






