პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარი განაცხადა რაიმე პოზიტიური შეფასება მიეცა მის სავარაუდო მეტოქეზე, დემოკრატთა საპრეზიდენტო კანდიდატ ჯო ბაიდენზე როდესაც მას კვირის ინტერვიუს დროს ჟურნალისტმა სთხოვა, რომ თუნდაც ერთი რომელიმე კონკრეტული საქმის ან მიმართულების გამო შეექო მისი პოტენციური მოწინააღმდეგე.
ტრამპის თქმით, მას ერთადერთი პოზიტიური უნარის გამოყოფა შეეძლებოდა ბაიდენის შემთხვევაში და ეს იქნებოდა გამოცდილება, მაგრამ პრეზიდენტი არ ფიქრობს, რომ მის ოპონეტს რეალურად აქვს გამოცდილება, რადგან მისი აზრით, ბაიდენს ისიც კი არ ახსოვს, თუ რა გააკეთა მან გუშინ. „როგორ აქვს ეს გამოცდილება? ის დიდი ხანი იმყოფებოდა პოლიტიკაში, მაგრამ არასდროს დაუმახსოვრებია თავი, როგორც ჭკვიან პერსონას“- აღნიშნა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მას მთელი დღის განმავლობაში შეუძლია ბაიდენის სუსტ მხარეებზე ისაუბროს- „ მან ისიც კი არ იცის, რომ ცოცხალია. მე ვუპირისპირდები ადამიანს, რომელმაც ისიც კი არ იცის, როგორ უპასუხოს მარტივ შეკითხვებს. მე ყველაზე ძლიერი პარტია, დემოკრატები პარტია მიპირისპირდება, რომელთაც შეუძლიათ აიღონ წყლით სავსე ჭიქა და მითხრან, რომ ეს იქნება ჩემი კონკურენტი არჩევნებზე“.
მასალის გამოყენების პირობები






