ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს ჩაატაროს თუ არა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბირთვული ცდები 1992 წლის შემდეგ პირველად, რომელიც სერიოზული შედეგების მომტანი იქნება სხვა ბირთვულ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში. მთავრობაში აღნიშნავენ, რომ ეს ქმედება პოტენციურ მოწინააღმდეგებთან ურთიერთობაში ათწლეულების მორატორიუმის შემდეგ საპირისპირო შედეგს გამოიწვევს.
აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში უსაფრთხოების სამსახურების მაღალჩინოსან თანამდებობის პირების შეხვედრაზე განსახილველად მას შემდეგ დადგა , რაც თეთრი სახლისთვის ნათელი გახდა, რომ ჩინეთსა და რუსეთში დაბალი სიმძლავრის მქონე ბირთვულ იარაღებზე ცდებს ატარებენ. აღნიშნულ ფაქტს უარყოფს ორივე ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელობა.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა არ დასრულებულა კონკრეტული დასკვნითა და შეთანხმებით- ჩაატაროთ თ არა ტესტი, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ აშშ ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ომის განმავლობაში გამოიყენა ბირთვული იარაღი, რომელიც ჰიროსიმასა და ნაგასაკში განხორციელდა 1945 წლის 6, 9 აგვისტოს. ამ ფაქტის შემდეგ ამერიკის ჩათვლით 8 ქვეყანამ 2000-მდე ბირთვული ტესტი განახორციელა, რომელთაგან 1000 აშშ-მა.
მასალის გამოყენების პირობები






