ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, პრიტი პატელ-ის განცხადებით, ქვეყანა 8 ივნისიდან ყველა საერთაშორისო მოგზაურისა და ჩამოსული ტურისტისთვის აწესებს 14 დღიან სავალდებულო კარანტინს, რომლის დარღვევის შემთხვევაში თითოეულ პირს 1218 $ დაეკისრება ჯარიმად.
მთავრობის განცხადებით, იქნება გარკვეული გამონაკლისები სატრანსპორტო საშუალებებსა და ტვირთის გადაზიდვებში დასაქმებულ პიროვნებებზე,სამედიცინო პროფესიონალებზე, რომლებიც კოვიდ-19-თან საბრძოლველად დახმარებისთვის ჩამოდიან.
„ჩვენ უკვე გადავიარეთ ვირუსის პიკი და უნდა გადავდგათ იმგვარი ნაბიჯები, რომ თავიდან ავიცილოთ პანდემიის თავიდან აღდგენისა და გავრცელების პროცესი“- განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში კოვიდ -19-ის 254 195 შემთხვევაა აღნიშნული, რომელთაგან 37 000-მდე ფატალური აღმოჩნდა. უცნობია თუ რამდენმა ადამიანმა დაამარცხა ვირუსი და რამდენი აქტიური პაციენტი იმყოფება სამედიცინო დაწესებულებებში.
ს
მასალის გამოყენების პირობები






