ჩვენი ანტიეპიდემიოლოგიური სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოსი - სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მონაცემებში ეჭვი შეიტანა
COVID-19 - 11:19, 23 May, 2020     920

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს, არსენ ტოროსიანს საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მონაცემებში ეჭვი შეაქვს.

როგორც გამოცემა „პანორამა.ამი“ წერს, საზოგადოებრივი საბჭოს ონლაინ სხდომის დროს, ტოროსიანმა სომხეთსა და საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის სხვაობაზე ისაუბრა.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხემძღვანელმა ასევე საქართველოსა და სომხეთის მეთოდოლოგიებში სხვაობაზე ისაუბრა.


„ჩვენი ანტიეპიდემიოლოგიური სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოსი“, – აღნიშნა მინისტრმა და დაამატა, რომ სომხეთი დაინტერესებულია, რომ მის მეზობელ ქვეყნებში ძლიერი ანტიეპიდემიოლოგიური სისტემები იყოს.არსებობს სხვაობა მოქალაქეებში ტესტების ჩატარების მეთოდოლოგიაში. რა თქმა უნდა, მე არ გამაჩნია 100-პროცენტიანი ინფორმაცია, სიმართლე გითხრათ, არც მიმაჩნია ეს ჩვენს პრიორიტეტულ მიზნად, თუმცა, შესაძლოა, საქართველოში ჩატარებული 40 ათასი ტესტიდან ყველა „პისიარ“ ტესტი არ იყოს. მათი ნაწილი შესაძლოა, ყოფილიყო კორონავირუსის ექსპრესტესტი, რომელსაც ჩვენ პრაქტიკაში არ ვიყენებთ, რადგან ისინი ნდობას არ იწვევს. ამასთან, იტარებენ თუ არა კორონავირუსზე ტესტს მოქალაქეები, რომლებსაც რესპირატორული ვირუსული ინფექციის მსუბუქი სიმპტომები აქვთ, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ? ამ კითხვაზე პასუხი მე არ ვიცი და არც მსურს, ვიცოდე, რადგან ეს ჩვენი პრობლემა არ არის“, – განაცხადა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

ტოროსიანი ასევე დაინტერესდა, საქართველოში სტატისტიკა მოიცავს თუ არა პნევმონიით გარდაცვლილებს, რომლებსაც ამავე დროს, „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი ჰქონდათ.

„ჩვენთან ცალსახად მოიცავს. ამასთან, ჩვენ იმ შემთხვევების ცალკე სტატისტიკას ვაწარმოებთ, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სიკვდილი სხვა მიზეზით მოხდა. გამჭვირვალობის ასეთი დონე სხვა რომელიმე ქვეყანაში არ ვიცი“, – განაცხადა სომხეთის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ არის შემთხვევები, როდესაც ტესტი უტარდებათ საქართვლოს გავლით სომხეთში ჩასულ პირებს, მათ შორის, ქართველ მძღოლებს და ტესტის პასუხი დადებითია.

„შეგვიძლია, ახლა ჩავთვალოთ, რომ საქართველოში დღეში როდესაც ცხადდება ინფიცირების 1-2 ან 6 შემთხვევის შესახებ, ყველა შემთხვევა არ დასტურდება და არ ხდება სტატისტიკად? საბოლოო პასუხი ამ შეკითხვაზე მე არ მაქვს“, – განაცხადა ტოროსიანმა.

სომხეთში ბოლო ერთ დღეში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 322 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ოთხი ადამიანი კი, გარდაიცვალა. საერთო ჯამში, ვირუსით ქვეყანაში 74 ადამიანი გარდაიცვალა. 22 მაისის მონაცემებით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ, სომხეთში „კოვიდ-19“ უკვე 5 928 ადამიანს დაუდგინდა. ამ დროისთვის, საავადმყოფოებში 2 952 ადამიანი მკურნალობს, 2 874 კი, უკვე გამოჯანმრთელდა. სომხური მედია წერს, რომ ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ით დაავადებული კიდევ ერთი ადამიანი სხვა დაავადებით დაიღუპა. ასეთი შემთხვევების რაოდენობა სომხეთში უკვე 28-ს შეადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42