ამერიკული კომპანია BOSTON DYNAMICS-ის მიერ სამძებრო და სამაშველო მისიებისთვის შექმნილ „რობოტ ძაღლს“ ახალ ზელანდიაში ცხვის ფარის სამწყემსოდ იყენებენ- ამის შესახებ აქვეყნებს ვიდეოს ბრიტანული გამოცემა INDEPENDENT-ი.
კადრებში ასახულია, თუ როგორ ასრულებს მეცხვარე ძაღლის ფუნქციას რობოტი, რომელიც მწყემსავს ცხვრებს. ეს ამ ოთხფეხა ქმნილების ერთ-ერთი სავალდებულო ამოცანაა, რომლის შესრულებაც მას უწევს. მაღალტექნოლოგიური ე.წ ძაღლი რობოტი ასრულებს აგრეთვე ხეხილის ბაღების დათვალირებასა და არსებული მდგომარეობის შეფასებას.
ამერიკული კომპანიის მიერ წარმოდგენილი ნაწარმი თითქმის მსოფლიოს ყველა რეგიონში იქნა გაგზავნილი. მას აგრეთვე სოციალური დისტანცირებისთვისაც აქტიურად იყენებენ- სინგაპურსა და აშშ-ში მას აქტიურად იყენებდნენ საკვები პროდუქტებისა და სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატების მისატანად ადრესატამდე.
ექსპერიმენტმა ცხადჰყო, რომ ზემოხსენებულ რობოტს ცხვრები ისე ემორჩილებოდნენ, როგორც ცოცხალ ძაღლს.
მასალის გამოყენების პირობები






