ნარკოტიკების კონტრაბანდისტები აქტიურად სარგებლობენ კორონავირუსული პანდემიით, რათა მოახდინონ საკუთარი არალეგალური პროდუქციის გადაზიდვები.
ავსტრალიაში სამართალდამცავთა ინფორმაციით გამოვლინდა ფაქტი, როდესაც მეტამფეტამინის ნარკოტიკული კრისტალების ტრანსპორტირება ქვეყანაში მოხდა სადეზინფექციო საშუალებების ბოთლებითა და პირბადეებისათვის განკუთვნილი ყუთებით.
ამავე თვის დასაწყისში ავსტრალიიდ საზღვრის დამცველთა ჯგუფმა აღმოაჩინა ორი კილოგრამი მეტამფეტამინი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ არსებულ საქონლის პარტიაში.
„ჩვენ ვიცით, რომ კრიმინალები ყველანაირ მეთოდს გამოიყენებენ ნარკოტიკების ქვეყანაში შემოსატანად. ასე რომ ეს არ არის გასაოცარი ფაქტი, როდესაც ისინი ისეთ მოთხოვნად საშუალებებს, როგორიცაა ნიღბები და ხელის სადეზინფექციო საშუალებები, აქტიურად იყენებენ ნარკოტიკების შესანიღბად“- ნათქვამია ავსტრალიიც პოლიციის ხელმძღვანლის განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები






