დავაწესოთ 23 მაისს მადლიერებისა და დაფასების დღე - გოჩა მირცხულავას საინტერესო ინიციატივა
საზოგადოება - 11:35, 22 May, 2020     612
ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, მადლიერებისა და დაფასების დღის დაწესების ინიციატივით გამოდის.
"ნიუპოსტი" მირცხულავას მოსაზრებას უცვლელად გთავაზობთ:

"დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში, ვგონებ პირველად გვეძლევა შანსი, საქართველოს მოსახლეობის სამოქალაქო ერთიანობის, პასუხისმგებლობის, ურთიერთდაფასების, ურთიერთგაფრთხილების, თავდადების თვალნათელი დემონსტრირებაც აღვნიშნოთ.


დავაწესოთ 23 მაისს მადლიერებისა და დაფასების დღე. ან გნებავთ, საქართველოს მოქალაქის დღე.

მადლიერების ნიშნად - საქართველოს მოქალაქეებისადმი, რომლებმაც ბედი არ გამოსცადეს, ერთმანეთს გაუფრთხილდნენ, უდიდესი მატერიალური თუ სხვა სახის დანაკარგების ფასად ქვეყანა, საკუთარი თავი, ახლობლები, თანამოქალაქეები განსაცდელის წინაშე არ დააყენეს;

მადლერებისა და დაფასების ნიშნად:

- ეპიდემიოლოგებისა და სამედიცინო პერსონალისადმი;

- პოლიციის, მესაზღვრეების, თავდაცვის ძალების, უსაფრთხოების სამსახურის, საბაჟო სამსახურის წარმომადგენლებისადმი;

- ქართული განათლების სისტემისადმი;

- პასუხისმგებლიანი და გულისხმიერი ბიზნესმენებისადმი;

- საქართველოს მთავრობისადმი;

- ქართული პოლიტიკური სპექტრისადმი ფლანგების მიუხედავად (შეხედეთ განვითარებულ სახელმწიფოებში რა ხდება);

- საჯარო მოხელეებისადმი;

- პროცესში ჩართული მოხალისეებისა და აქტივისტებისადმი;

- ქართული მედიის წარმომადგენლებისადმი;

- ჩვენი უცხოელი პარტნიორებისადმი, რომლებმაც დახმარების ხელი გამოგვიწოდეს;

- უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისადმი;

მადლიერებისა და თანადგომის ნიშნად ისედაც უმძიმეს ეკონომიკურ პირობებში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეებისადმი;

მადლიერებისა და თანაგრძნობის ნიშნად გარდაცვლილთა ოჯახებისადმი;

ცხადია, ჩვენი სამოქალაქო თვითშეგნება იმაზე მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენვე წარმოგვედგინა;

ვიცი, უამრავი დღესასწაულია საქართველოში, მაგრამ არც ერთი არ არის დღე, რომელიც საქართველოს მოქალაქეს, მის პერსპექტივას აფასებს. არა და ყოველგვარი ირონიის გარეშე პროცესი, რომელიც პოზიტიურად დასრულდა, სხვა თუ არაფერი საქართველოს თითოეული მოქალაქის დამსახურებაა, მათ შორის ოპონენტების, რომელიც მიბილიზების უფრო მეტ ხარისხს ქმნიდა - ვისი მეტად, ვისი ნაკლებად, ამას ისტორიისთვის მნიშვნელობა არ აქვს.

ეს საქართველოს, მაშასადამე ყველას წარმატებაა და ამ წარმატებას ჩვენ შეგვიძლია ისტორიული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური დატვირთვა მივცეთ.

მინიმუმ მადლიერება გამოვხატოთ და დავაფასოთ ერთმანეთი. მესმის ძნელია ამის გააზრება მაგრამ ყველამ ყველა გადავარჩინეთ და ეს დღე ვაქციოთ მომავალი თაობებისთვისაც სამოქალაქო სოლიდარობის, ურთიერთდაფასების, თანადგომის წარმოჩენის დღედ.

ამ დღეს მინიმუმ მადლობა ვუთხრათ ერთმანეთს, რომ ვართ ისეთები, როგორებიც ვართ და ვცდილობთ ვიყოთ უკეთესები.

მე ჩემის მხრივ მადლობას გიხდით ყველას, თითოეულ თანამოქალაქეს - რანგის, პოლიტიკური თუ სოციალური სტატუსის, ასაკისა და სქესის მიუხედავად.

იმაზე საუბარი, რომ ვირუსი ბევრს არ კლავს, რომ გრიპის სიკვდილიანობას არ აღემატება - სრულიად უადგილოა. რატომ? სხვაგვარი ქცევის პირობებში ნებისმიერი ჩვენგანი, ან ოჯახის წევრი შეიძლება გამხდარიყო მსხვერპლი. და ეს რომ არ მოხდა, ამიტომ არის მადლიერება გამოსახატი ერთმანეთისადმი.

(მესმის, პარტიული და საარჩევნო დღის წესრიგში არ ჯდება ეს ინიციატივა, მაგრამ მადლიერება და დაფასება ზეპარტიული გააზრება, რომელიც რეალურად არასოდეს გააჩნდა საქართველოს ხელისუფლებებს და პოლიტიკურ კლასს, მით უფრო საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც პოლიტიკური კონიუქტურით ცხოვრობს. მაგრამ მათაც ეკუთვნით მადლობა და დაფასება, როგორც საქართველოს მოქალაქეებს. უმთავრესი კი მაინც ის არის, რომ ხალხს ნამდვილად სჭირდება დაფასებაც და დამფასებელიც)"- წერს ანალიტიკოსი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42