აშშ "ღია ცის შეთანხმებიდან" გამოდის, რაშიც რუსეთს ადანაშაულებს
მსოფლიო - 21:28, 21 May, 2020     953

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა ცალმხრივად გამოვიდეს ე.წ. "ღია ცის შეთანხმებიდან", რადგან რუსეთმა არაერთხელ დაარღვია მისი პირობები. ამის შესახებ აშშ-მ თავის პარტნიორებს ინფორმაცია უკვე მიაწოდა, ხოლო რუსეთს საქმის კურსში ოფიციალურად 22 მაისს ჩააყენებს.

კულუარული ინფორმაციის თანახმად, ეს გადაწყვეტილება ამ ხელშეკრულების შესრულების ნახევარწლიანი ანალიზის შედეგად იყო მიღებული, რომლის თანახმადაც, რუსეთმა არაერთხელ დაარღვია მისი პუნქტები და უარი განაცხადა მათ შესრულებაზე.

რუსეთმა პრესაში გასულ ინფორმაციას აშშ-ის მიერ შეთანხმების დატოვების შესახებ სამწუხარო ფაქტი უწოდა.

-------

"ღია ცის შეთანხმების" მიხედვით, რომელიც 1992 წელს 35 სახელმწიფოს შორის დაიდო, მონაწილე სახელმწიფოები თანხმდებიან, რომ ისინი თავიანთ ტერიტორიაზე დაუშვებენ სადამკვირვებლო ფრენებს, რათა ჰქონდეთ ლეგალური ინფორმაცია ერთმანეთის სამხედრო პოტენციალის შესახებ.

საგულისხმოა, რომ ხელშეკრულების ქვეპუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების წევრებს ეკრძალებათ ფრენების განხორციელება, წევრი ქვეყნის ტერიტორიის იმ ნაწილზე, რომელიც 10 კმ-ზე ნაკლები მანძილით არის დაშორებული ისეთი მესამე ქვეყნის საზღვრიდან, რომელიც არ მონაწილეობს ხელშეკრულებაში.

აღნიშნული პუნქტი რუსეთმა 2010 წელს გამოიყენა, ხელშეკრულების დანარჩენი წევრი სახელმწიფოებისთვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ საზღვრებთან 10 კმ-ზე ნაკლებ დისტანციაზე მიახლოების შეზღუდვის მიზნით. საქართველოს მხრიდან 2-წლიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, რის შედეგადაც 2012 წელს საქართველომ განაცხადა, რომ საქართველო აღარ მიიღებდა თავის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენებს რუსეთის ფედერაციის მონაწილეობით, ამასთან, თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, არ განახორციელებდა სადამკვირვებლო ფრენებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. საგულისხმოა, რომ საქართველო დარჩა ღია ცის შესახებ ხელშეკრულების მონაწილედ ყველა სხვა სახელმწიფოსთან მიმართებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42