კომპენსაციის მიმღებ დასაქმებულ პირთა წრე გაფართოვდა - შემოსავლების სამსახური
COVID-19 - 18:29, 21 May, 2020     784

განხორციელებული ცვლილებებით, კომპენსაციის მიმღებ დასაქმებულ პირთა წრე გაფართოვდა - ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყება კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსაქმებელ კომპანიებს, დროულად წარადგინონ საჭირო ინფრომაცია, რათა დაქირავებით დასაქმებულებმა შეუფერხებლად მიიღონ კუთვნილი კომპენსაციების თანხები.

„ამასთან, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ კომპენსაციის მიღების უფლება აქვს იმ დაქირავებულს, რომელსაც 2020 წლის ივნისამდე ივნისამდე ნებისმიერი მიზეზით შეუწყდა ან შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა დამქირავებელთან და აკმაყოფილებს დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ასევე, გაცნობებთ რომ დამსაქმებელი კომპანიების მიერ განაცხადების წარდგენის სავალდებულო ვადა – 20 რიცხვი გახანგრძლივდა მხოლოდ მაისის თვეში და ის განისაზღვრა 30 მაისის ჩათვლით. ინფორმაცია ზემოაღნიშნული ცვლილებების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მიერ უკვე გაეგზავნა 46 753 მეწარმე სუბიექტს.

ამასთან, უწყების შესაბამის თანამშრომელთა სრული მობილიზების შედეგად, მიმდინარეობს პირდაპირი სატელეფონო კომუნიკაცია დაახლოებით 22 000 დამსაქმებელთან, რომელთაც წარმოდგენილი აქვთ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია, მაგრამ არ აქვთ წარმოდგენილი კომპენსაციის მიმღებ პირებზე შესაბამისი განცხადება ან წარმოდგენილი აქვთ აღნიშნული განცხადება არასრულყოფილად (უფრო ნაკლები რაოდენობის პირი ჰყავთ მითითებული, ვიდრე უკვე წარდგენილ დეკლარაციაშია ასახული)“, – ნათქვამი შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42