როდისთვის ვარაუდობს ამირან გამყრელიძე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას
COVID-19 - 20:07, 20 May, 2020     1645

ამ ტიპის გადაწყვეტილებებს არ იღებს ნამდვილად არც ამირან გამყრელიძე, არც პაატა იმნაძე და არც ხათუნა ზახაშვილი - ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების შესახებ დასმულ კითხვას.

ამირან გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით საკოორდინაციო საბჭოში ამ თემაზე მსჯელობა მიმდინარეობს და მისი ვარაუდით, გადაწყვეტილება მალე გახდება ცნობილი.

„ამ ტიპის გადაწყვეტილებებს არ იღებს ნამდვილად არც ამირან გამყრელიძე, არც პაატა იმნაძე და არც ხათუნა ზახაშვილი. ამ ტიპის გადაწყვეტილებებს იღებს საკოორდინაციო საბჭო, რომელიც აჯერებს სხვადასხვა მოსაზრებებს, მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ინფორმაციებს და მის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება. ყველაზე ახლო რაც შემიძლია გითხრათ და ეს დეკლარირებულია, რომ 22-ში გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში. დღესაც ითქვა საკოორდინაციო საბჭოზე, რომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ მეზობლების მაგალითებზე დაყრდნობით, რომ რამდენიმე შემზღუდველი ღონისძიება სწრაფი ტემპით შევამსუბუქოთ.

ამიტომ, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა, რა თქმა უნდა, დიდია. იცით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძირითადად მაინც დიდ ქალაქებშია დატვირთული, განსაკუთრებით მეტრო თბილისში, ავტობუსები და ა.შ. მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა და ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება არ იყოს ხვალ და ზეგ, მაგრამ ამაზე გადაწყვეტილება იქნება მალე მიღებული, თუ როდის, რა პრინციპებით და რა წესების დაცვით ამუშავდება ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი“,- განაცხადა გამყრელიძემ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42