იმის გამო, რომ მთელ მსოფლიოში ბიზნეში კორონავირუსული პანდემიის გამო ახალ პრაქტიკებს ნერგავს, ერთ-ერთმა იაპონურმა პაბმა მომხმარებელთა უსაფრთხოებისთის ახლებური, დღესდღეობით პრაქტიკული უახლესი მიდგომა წარადგინა.
იაპონურ ტრადიციული სტილის პაბში, რომელსაც სახელად იზაკაია ჰქვია, შესასვლელში დამონტაჟებულია სადეზინფექციო საშუალებები რათა მომხმარებელთა გასუფთავება ოთახში შესვლამდე მოხდეს სპეციალური ორთქლის გამომშვები აპარატით.
„ჩვენ გვინდა, რომ მომხმარებლები თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ, როდესაც ისინი შიგნით შემოდიან. ეს მიზნად ისახავს სოციალური დისტანცირების წახალისებასა და ინფექციის გავრცელებისგან პრევენციის მოხდენას“ - განაცხადა პაბის წარმომადგენელმა CNN-თან საუბარში.
ზემოხსენებულ პაბში მოსვლისთანავე, მომხმარებლებს მონიტორიდან მიესალმებიან მასპინძლები, რომლებიც ეუბნებიან მათ, რომ დაიბანონ ხელები და გაიზომონ თერმომეტრით ტემპერატურა. ამის შემდეგ ისინი აეროპორტში არსებული შემომოწმებელი სკანერის მსგავს უსაფრთხოების სისტემას უახლოვდებიან, საიდანაც მათ ქლორის შემცველ სადეზინფექციო საშუალების 30 წუთის განმავლობაში ასხურებენ.
მასალის გამოყენების პირობები






