ამერიკის შეერთებული შტატების საღვაო ძალები აცხადებენ, რომ ისინი მიიღებენ „ კანონიერ და მართლზომიერ თავდაცვით ღონისძიებებს“ იმ შემთხვევაში თუ საზღვაო ხომალდები ახლო აღმოსავლეთში მიუახლოვდებიან მათ გემებს 100 მეტრის სიახლოვეს.
აშშ-ს ფლოტში აცხადებენ, რომ თავდაცვით ღონისძიებებში შედის გამაფრთხილებელი მანათობლების გაშვება და აგრეთვე გამაფრთხილებელი გასროლა იმ საზღვაო ობიექტის მიმართლებით, რომელიც მიუახლოვდება მათ ხომალდებს.
„ჩვენი გემები ატარებენ ყოველდღიურ სტანდარტულ ოპერაციებს საერთაშორისო წყლებში, რომელშიც გადაადგილებაზე ნებართვას საერთაშორისო კანონი გვაძლევს, ჩვენ არ ვეძებთ კონფლიქტს, თუმცა ჩვენი ხელმძღვანელი ოფიცრები ინარჩუნებენ უფლებას საჭიროების შესაბამისად დაიცვან თავი“ - განაცხადა აშშ-ს მე-5 ფლოტის სპიკერმა.
ამ ფონზე კეთდება განცხადებები აგრეთვე ირანულ არმიაშიც, სადაც აცხადებენ, რომ მიმდინარეობს აქტიური საზღვაო წვრთნები მათი ხომალდების მონაწილეობით. საზღვაო ძალების სარდლობაში აღნიშნავენ, რომ ისინი აპირებენ სამხედრო წვრთნებისა და მანევრების პროცესის გაგრძელებას სპარსეთის ყურეში.
შეგახსენებთ, რომ დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც გასულ თვეს დაფიქსირდა ინციდენტი სპარსეთის ყურეში, როდესაც ამერიკულ ხომალდსა და ირანულ სამხედრო კატარღებს შორის ინციდენტი მოხდა. აშშ-ს კრეისერი, რომელიც საერთაშორისო წყლებში გადაადგილდებოდა წვრთნების დროს, ირანის რევოლუციის დამცვალთა კორპუსის მცურავმა საშუალებებმა ალყა შემოარტყეს და ძალზე სახიფათო მანძილზე მიუახლოვდნენ. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა ტრამპიც და ფლოტს უფლება მისცა ყოველგვარი ნებართვის გარეშე საფრთხის შემთხვევაში გაანადგურონ მოწინააღმდეგის მცურავი საშუალებები.
მასალის გამოყენების პირობები






