პალესტინა ისრაელთან და შეერთებულ შტატებთან მიღწეულ ყველა შეთანხმებას აუქმებს-ამის შესახებ პრეზიდენტმა, მუჰამედ აბასმა საგანგებო სხდომაზე განაცხადა. მისი განმარტებით, მხარეებს შორის მიღწეული ყველა სამშვიდობო და ჰუმანიტარული შეთანხმებები უქმდება, რადგან ისრაელის მიერ იორდანიის სანაპიროების ანექსია ორმხრივ თანამშრომლობას ზიანს აყენებს. მოჰამედ აბასმა სიტყვით გამოსვლისას ამერიკის შეერთებულ შტატებზეც ისაუბრა და ისრაელთან ერთად პალესტინელი ხალხის ჩაგვრაში დაადანაშაულა.
„დღეიდან პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაცია და პალესტინის სახელმწიფო განთავისუფლდებიან აშშ-სა და ისრაელის ხელისუფლებებთან მიღწეული ყველა შეთანხმებისა და გარიგებით გათვალისწინებული ნაკისრი ვალდებულებებისგან, მათ შორის მათგანაც, რომლებიც უსაფრთხოებასთანაა ასოცირებული - განაცხადა აბასმა საგანგებო შეხვედრაზე.
აბასის განცხადებით, ისრაელს, როგორც ოკუპანტ აგრესორს, საერთაშორისო ცივილიზებული საზოგადოების წინაშე ეკისრება პასუხისმგებლობა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ იორდანიის მეფემ, აბდულა II-მ განაცხადა, რომ თუ ისრაელი მოახდენს ივლისში დასავლე სანაპიროს ანექსირებას, ეს იორდანიის სამეფოსთან მასშტაბურ კონფლიქტს გამოიწვევს. ისრაელის მთავრობაში აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო ებრაული დასახლებების და მდინარე იორდანეს სანაპიროს ანექსირებას აპირებს უახლოეს მომავალში.
მასალის გამოყენების პირობები






