კემბრიჯის უნივერსიტეტში ლექციები 2021 წლის ზაფხულამდე ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. აღნიშნული გადაწყვეტილება უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ კორონავირუსის გავრცელების ფონზე მიიღო.
სასწავლებელში აცხადებენ, რომ შესაძლებელია პატარა სასწავლო ჯგუფების ორგანიზება- იმ შემთხვევაში თუ მოსწავლეები სოციალური დისტანცირების მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ. უნივერსიტეტის კამპუსი აგრეთვე კოვიდ-19-ის დაავადების მასშტაბური გავრცელების გამო დაიხურა. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ გადახედავენ გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში თუ სოციალური დისტანცირების რეკომენდაციები და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში შეიცვლება.
“უნივერსიტეტი მუდმივად გადის ადაპტაციას იმ რეკომენდაციების შესრულების თანახმად, რომლებიც პანდემიის პერიოდში იქნა გამომჟღავნებული. იმის ფონზე, რომ სავარაუდოდ, სოციალური დისტანციის დაცვის აუცილებლობა გაგრძელდება, უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, რომ შემდეგი სასწავლო წლის განმავლობაში ლექციები არ ჩატარდეს პირისპირ ფორმატში“-განაცხადა კემბრიჯის სპიკერმა.
კემბრიჯის უნივერსიტეტი ბრიტანეთში პირველია, რომელმაც მსგავსი სახის რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები






