"მეორედ დამაგდო ამ კორონამ...." - აშშ-ში მომუშავე ქართველი უფროსი ექთანი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მეორედ დაავადდა
COVID-19 - 11:33, 20 May, 2020     1067

აშშ-ში მომუშავე ქართველ ექთანს, გაგი ოთიაშვილს, რომელიც ბრუკლინის ცენტრში “PHOENIX REHABILITATION AND NURSING CENTER“-ში ცვლის უფროსი ექთნის თანამდებობაზე მუშაობს და აქტიურად არის ჩართული COVID-19 დაავადებული პაციენტების მკურნალობაში, კორონავირუსით უკვე მეორედ დაავადდა.

"ორჯერ ჩავიტარე ტესტი. პირველად 2020 წლის 28 მარტს, მარტო ვირუსის არსებობაზე, ცხვირის ლორწოვანი ზედაპირისა და სისხლის ანალიზი - პასუხი იყო დადებითი. გამოჯანმრთელების შემდეგ მეორე ტესტი 2020 წლის 11 მაისს ჩავიტარე. ის მოიცავდა ორ სახეს - ანტისხეულზე და ცოცხალი ვირუსის არსებობაზე. აქ ანტისხეულის არსებობასა და ორგანიზმში ვირუსზეც დადებითი შედეგი აღმომაჩნდა.

მე ყველაფერს ძალიან მარტივი სიზუსტით ვწერ. უმძიმესი ჭრილობების დამუშავება მიწევდა სავსებით მარტოს, მკურნალი ექიმისა და მხოლოდ იმ სართულებზე მომუშავე ექთნების მცირე დახმარების პირობებში. ასევე, მიწევდა გართულებული ისეთი ქეისების მართვაც, რომლებსაც იქ მხოლოდ სპეციალური სერთიფიცირებების მქონე ექთნები ვაკეთებთ - გადასხმები, ტრაქეოსტომიური, გასტროსტომიურ პაციენტთა ე.წ. “ხელოვნურ” პარენტერალური კვება, ასევე ინტრავენური პერიფერიული გადასხმების განხირციელება. ჭრილობის დამუშავების ჯგუფის წევრები ცუდად იყვნენ (კორონავირუსის გამო). არადა მე სულ სხვა შტატის ექთნების ცვლის უფროსის მოვალეობა მეკისრებოდა. გამოდის, რომ ერთი თვენახევარი ვასრულებდი სამი სრული განაკვეთის სამუშაოს.

ამერიკაში ე. წ. ქართული “ბარემ ესეც... გააკეთე” უმეტეს შემთხვევაში აკეძალულია! პანდემიამ ეს სტანდარტი დაარღვია. ველი შესაბამისს კომპენსაციას, მითუმეტეს ორჯერვე ინფიცირება დამემართა მუშაობის დროს, ზეგანაკვეთი სამუშაო რეჟიმში მყშაობის დროს.

ისე კი უმთავრესი, რაც უნდა ვიცოდეთ ვირუსებთან დაკავშირებით - იმუნიტეტი ვირუსის მატარებელ-მაინფიცირებლის სტატუსს არ გამორიცხავს მითუმეტეს ამ ჯერ კიდევ არაზუსტად კლასიფიცირებული შტამების მქონე, ახალი ადამიანებს შორის გადამდებლობის უცნობი ვერსიების არსებობის პირობებში.... ამ პანდემიას შესაძლოა რამოდენიმე ვერსიის შტამები (მაგ. SARS-CoV-2 შტამი, SARS-CoV-2’ და SARS-CoV-2'' ვერსიები) იწვევენ, ან კორონავირუსის ერთი ვერსიის შტამის SARS-CoV-2 ის შტამის მიერ პანდემიის გამოწვევის შემთხვევაში, ვირუსის გავრცელების გზა დაკავშირებულია იმუნურ და დაინფიცირების გზების სახეობებზე და სხვადასხვა გზებით გავრცელებული, ან სხვადასხვა ორგანითა სისტემებში გავრცელებისას, დაავადებები სხვადასხვაგვარია, რაც სავსებით ჩვეულებრივი მოვლენაა ინფექციებში, ანტისხეულთა მიმართ კი კლასიფიცირება არ უნდა არსებობდეს - შტამის ერთი ვერსიით დაინფიცირების დროს წარმოქმნილი ანტისხეული იმოქმედებს მეორე სახის ვერსიაზეც.... ამჟამად ჯერ-ჯერობით არაა ცნობილი ამ პანდემიის გამომწვევ შტამებით წარმოქმნილი იმუნიტეტი კლინიკურად გამოხატული შერჩევითობით არ უნდა გამოირჩეოდეს... ერთი გზით, ან SARS-CoV-2 -ის ერთი ვერსიით დაინფიცირება ქმნის ისეთ ანტისხეულს, რომელიც აქტიურია მეორე ვერსიის SARS-CoV-2 - სხვა ვერსიისათვისაც.... ეს არ ეხება სხვადასხვა წლებში კორონავირუსის ადამიანზე გადამდები შტამების სხვადასხვა სახეებს. აქ COV-19-ის გამომწვევი “ახლანდელი პანდემიური” შტამის ოფნავ ურთიერთგანსხვავებულ “ვერსიებზეა” საუბარი," - აცხადებს გაგი ოთიაშვილი "ნიუპოსტთან" საუბარში.

----------------

გაგი ოთიაშვილი ბრუკლინის ცენტრში “PHOENIX REHABILITATION AND NURSING CENTER“ ცვლის უფროსი ექთნის თანამდებობაზე მუშაობის გარდა, მანჰატენზეც იგივე სახის სტატუსით არის სარეაბილიტაციო ცენტრის HALLMARK Inc. AVONDALE CG LLC მთლიანი დაწესებულების ცვლის უფროსი ექთანი, ჭრილობებისა და გადასხმების, ინტენსიური თერაპიის განყოფილების ზედამხედველი ექთანი.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42