მიანმარში პოლიციამ სახმრეთ-აღმოსავლეთ აზიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სინთეზური ნარკოტიკების პარტია დააკავა.
ათიათასობით მეტამფეტამინის ტაბლეტი, 500 კილოგრამამდე კრისტალური მეტამფეტამინი და 300 კგ-მდე ჰეროინი აღმოაჩინეს მიანმარში ჩრდილო-აღმოსავლეთით, შანის შტატში.
სამართალდამცავთა ოპერაციების შედეგად, დააკავეს 33 ადამიანი.მიანმარი მსოფლიოში მიჩნეულია ყველაზე დიდ წყაროდ მეტამფეტამინის დამზადებისა. ეჭვმიტანილებმა პოლიციელებს განუცხადეს, რომ ნარკოტიკები განკუთვნილი იყო მიანმარისა და სამეზობლო ქვეყნების შავ ბაზარზე გასაყიდად- განუცხადა როიტერს პოლკოვნიკმა ზო ლინმა, მიანმარის ნარკოდანაშაულთან ბრძოლის სააგენტოს ხელმძღვანელმა.
გავრცელებული ინფორმაციით, აგრეთვე აღმოჩენილ იქნა 3700 ლიტრამდე მეთილფენტანილი-პროდუქტი, რომელიც გამოიყენება ძლიერი ოპიოდური ფენტანილის დასამზადებლად. შეგახსენებთ, რომ ფენტანილი ჰეროინზე 50-ჯერ და მორფინზე 100-ჯერ ძლიერი ნარკოტიკული საშუალებაა. ამერიკის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ყოველდღიურად 130-მდე ამერიკელი კვდება ოპიოდების ზედოზირების შედეგად.
მასალის გამოყენების პირობები






