ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განიხილა სვენ მიქსერის მიერ წარდგენილი ანგარიში, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების სხვადასხვა ასპექტებს და აგრეთვე ქვეყანაში პარტიებს შორის მიმდინარე პოლიტიკურ დაპირისპირებებს ეხებოდა.
ოფიციალურ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება საკონსტიტუიო რეფორმის დასრულებისთვის და ცვლილებებისთვის საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს, აგრეთვე ოპოზიციური სხვადასხვა პარტიების მიერ 8 მარტის ურთიერთშეთანხმების დოკუმენტისთვის ხელმოწერას, რომელიც უშუალოდ ეხება საარჩევნო სისტემის გარდაქმნის საკითხებს.
გამოქვეყნებულ დოკუმენტში ევროპარლამენტი მოუწოდებს ქართულ ოცნებას, სრულად გაითვალისწინონ ეუთო/ოდირის რეკომენდაციები და კონკრეტული მითითბები.
ევროპარლამენტმა აღშფოთება გამოთქვა ოპოზიციური პარტიების პოლიტ ლიდერების მიმართ უკანასკნელ პერიოდში სასამართლო საქმეების წარმოების გამო, რამაც გაზარდა უნდობლობა და გააძლიერა დაძაბულობის ხარისხი ქართულ ოცნებასა და ოპოზიციაშ შორის, აგრეთვე გამოიწვია პოლიტიკის და საზოგადოების ჯგუფების პოლარიზაცია. ევროპის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გადახედოს მოსამართლეების არჩევის პროცედურებს, რათა გათვალისწინებულ იქნეს ვენეციის კომისიი რეკომენდაციებისა და მითითბების შესრულება.
ევროპარლამენტი აგრეთვე მკაცრად აკრიტიკებს საქართველოს ინსტიტუტებსა და მედია პლატფორმებზე კიბერ თავდასხმებს რუსული სხვადასხვა ჰაკერული ჯგუფების მხრიდან და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას საქართველოში, უარი თქვან სოციალური მედიის გამოყენებისგან ადამიანებზე, ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებზე თავდასასხმელად და ნუ ცდილობენ მიზანმიმართულად დეზინფორმაციის გავრცელებას.
მასალის გამოყენების პირობები






