ბენგალის ყურეში სანაპირო ზონებს 185 კმ/სთ სიჩქარით მოქმედი გამანადგურებელი ციკლონი უახლოვდება- მიმდინარეობს მილიონობით ადამიანის ევაკუირება
მსოფლიო - 13:33, 19 May, 2020     821

ბენგალის ყურეში სუპერ ციკლონის მოახლოვების ფონზე, ინდოეთსა და ბანგლადეშში მილიონობით ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს სანაპირო ზონებიდან. გავრცელებული ინფორმაციით, ციკლონი ამფანი ორი ქვეყნის სანაპირო რეგიონებში ოთხშაბათს დაატყდება თავს.

ინდოეთის მთავრობის განცხადებით, უკვე 20-ზე მეტი სამაშველო ჯგუფი არის მზად სასწრაფო დახმარების აღმოსაჩენად, კიდევ რამდენიმე კი რეზერვშია.

კორონავირუსის დაავადების გავრცელების გამო ძალზე რთულდება ადამიანების ევაკუირება აღნიშნული რეგიონებიდან, რადგან მოსახლეობის სანაპირო ზონების გარიდებასთან ერთად მთავრობამ მათ შორის დისტანციის დაცვაზეც უნდა იფიქროს, რათა ინფექციის გავრცელებას არ შეუწყონ ხელი.

ვარაუდობენ, რომ ციკლონი ამფანი 185 კმ/სთ სიჩქარით დაატყდება თავს სანაპიროებს. მთავრობის მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ევაკუირება გაგრძელდება ოთხშაბათს დილამდე. ბანგლადეშის კატასტროფის მენეჯმენტის უწყებაში აცხადებენ, რომ იგეგმება 2 მილიონამდე ადამიანის უსაფრთხო გაყვანა რეგიონებიდან.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სუპერ ციკლონი ბენგალის ყურეში პირველად აღინიშნება 1999 წლის შემდეგ. 21 წლის წინ ორისას სანაპიროებდან განვითარებულმა შტორმმა 9000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42