რუსეთში ეპიდემიას ვერ აკავებენ- ქვეყანაში ევროპის კონტინეტზე ინფიცირების ყველაზე მაღალი რაოდენობა ფიქსირდება
მსოფლიო - 12:08, 19 May, 2020     1179

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა უპრეცედენტოდ მაღალია ყველა ევროპულ ქვეყანასთან შედარებით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ქვეყანაში უკვე ინფიცირების 300 000-მდე შემთხვევაა აღრიცხული, რომელთაგან ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2800-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. უკანასკნელ 24 საათში 9263 ახალი შემთხვევა აღინიშნა, ხოლო 115 შემთხვევა კი ფატალური გამოდგა.

ბოლო ინფორმაციით, 220 974 პაციენტი იმყოფება ამ დროისთვის რუსეთის საავადმყოფოებში, რომლითაც იგი ამერიკის შემდეგ მეორე ადგილზე იმყოფება. ვირუსი დაამარცხა 76 130-მა პაციენტმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ CNN-ი წერდა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი მასობრივად მალავს კორონავირუსისგან დაღუპული ადამიანების რაოდენობას, გარდაცვალების მიზეზად კი გულის შეტევას, სიმსივნეს და სხვა უნკურნებელ ავადმყოფობებს აფიქსირებენ.

როდესაც კოვიდ 19-ს ეხება საქმე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პასუხგაუცემელი შეკითხვა გახლავთ ის, რომ იმ ქვეყანაში, რომელიც კოვიდ ინფიცირების რაოდენობით მსოფლიოში მეორეა, როგორ ხდება რომ გარდაცვლილთა რიცხვი ესეთი დაბალი მაჩვენებლით ფიქსირდება, როდესაც სხვა სახელმწიფოებში გაცილებით მეტია ვირუსისგან გამოწვეული ფატალური შემთხვევების ოფიციალური მაჩვენებლები. ამის გამომწვევ ფაქტორად შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის, თუ როგორ ითვლიან რუსეთში კოროანვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობას.

დაავადების გავრცელების ეპიცენტრში, მოსკოვში ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელთა ნაწილმა უკვე აღიარა, რომ კორონავირუსით დაღუპული ადამიანების 60 %-ს სხვადასხვა საავადმყოფოებში გარდაცვალების გამომწვევ მიზეზად დაუფუქსირეს გულის შეტევები, მე-4 სტადიის კიბო და სხვა უნკურნებელი დაავადებები.

ადგილობრივი მედიკოსების განცხადებით, კორონავირუსისგან დაღუპულ ადამიანებში იმ პირებს აღრიცხავენ, რომელთა სხეულის გაკვეთის შემდეგ ნათელი ხდება, რომ ისინი კოვიდ 19-ს ემსხვერპლნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42