ჩინელი მეცნიერების თქმით, ისინი ანვითარებენ ახალ პრეპარატს, რომელსაც მათი თქმით, კორონავირუსის პანდემიის შეჩერება ვაქცინის გამოჩენამდე შეუძლიათ. წამალი, რომელიც პეკინის პრესტიჟულ უნივერსიტეტში იქნა შემუშავებული, წარმატებულად გამოსცადეს ცხოველებზე.
მკვლევარების თქმით, აღნიშნულ პრეპარატს აქვს უნარი, შეამციროს გამოჯანმრთელების დრო კოვიდ ინფიცირებული პაციენტისთვის. კვლევების შედეგები ცხადჰყოფს, რომ წამალს გააჩნია მოკლევადიანი იმუნიტეტის შექმნის უნარი კოვიდ 19-ისგან დასაცავად.
„წამალი ძალზე წარმატებული აღმოჩნდა ცხოველების შემოწმების ფონზე. ჩვენ ნემსით შევიყვანეთ ინფიცირებული თაგვების სხეულში გამანეიტრალებელი ანტისხეულები, 5 დღის შემდეგ კი ვირუსული დატვირთვა 2500 ფაქტორით შემცირდა“ - განაცხადა პეკინის მოწინავე გენეტიკის გამომგონებელი ცენტრის ხელმძღვანელმა პეკინის უნივერსიტეტში.
გავრცელებული ინფორმაციით, წამალი მუშაობს ადამიანის ორგანიზმისგან წარმოებული ანტისხეულების მეშვეობით, რომელმაც უნდა დაიცვას უჯრედები ინფექციის გავრცელებისგან. ჩინელმა ექიმებმა აღნიშნული ანტისხეული კოვიდ 19-ისგან გამოჯანმრთელებული 60 პაციენტის სისხლის უჯრედებისგან მიიღეს.
მასალის გამოყენების პირობები






