თამბაქოსგან წარმოებულ COVID-19-ის ვაქცინას ადამიანებზე გამოცდიან
COVID-19 - 10:54, 19 May, 2020     715
აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA) კომპანია Kentucky BioProcessing-ის მიერ, COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილ პოტენციურ ვაქცინას სწავლობს. Bloomberg-ში გამოქვეყნებული სტატიის თანაახმად, FDA-ის დასტურის შემდეგ, კომპანიას შეეძლება, ვაქცინა ადამიანებზე გამოსცადოს.

Kentucky BioProcessing-მა ვაქცინაზე მუშაობის დაწყების შესახემ ჯერ კიდევ აპრილის თვეში განაცხადა. ეს არის თამბაქოს ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის, BAT-ის შვილობილი და ის ბიოტექნოლოგიების მიმართულებით საქმიანობს. ინოვაციური მიმართულება, რომელიც კომპანიის მიერ არის დანერგილი, თამბაქოს ფოთლების მეშვეობით, ახალი თაობის ვაქცინების წარმოებაა.
BAT-ის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, კომპანია FDA-ისგან პასუხის მიღებას უახლოესი კვირების განმავლობაში ელის.

ვაქცინების წარმოების ტრადიციული მეთოდით ვაქცინის რეპლიკაცია ქათმის კვერცხში ხდება. იმის გამო, რომ ქათმის კვერცხი ცხოველურ ორგანიზმს წარმოადგენს, მას გარკვეული გავლენა აქვს ვირუსზე და პერიოდულად მისი მუტაციაც ხდება.

Kentucky BioProcessing-ი კი, ვაქცინას მცენარეული ორგანიზმით აწარმოებს, რასაც კომპანიის ინფორმაციით, რამდენიმე უპირატესობა გააჩნია ვაქცინის წარმოების ტრადიციულ ტექნოლოგიასთან მიმართებით, კერძოდ:

• აღნიშნული ტექნოლოგია უსაფრთხოა, რადგან თამბაქოს ფოთლები არ შეიცავენ იმ ტიპის პათოგენებს, რაც იწვევს დაავადებებს ადამიანში,
• უფრო სწრაფია, რადგან ვაქცინის ელემენტების აკუმულირება თამბაქოს ნერგში ხდება გაცილებით სწრაფად - 6 კვირაში, ტრადიციულ მეთოდებიოთ კი მას მრავალი თვე სჭირდება,
• ვაქცინა ვარგისია ოთახის ტემპერატურის პირობებშიც კი, როცა ტრადიციული ვაქცინები ხშირად სპეციალურ მაცივრებს საჭიროებენ,
• ერთი დოზაც საკმარისია შესაბამისი იმუნური მხარდაჭერის მისაღწევად.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42