რუსული "უანალოგო ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მე-5 მარცხი" ახლო აღმოსავლეთში- ლიბიის სამთავრობო ძალებმა გენერალი ჰაფთარის "pantsir s1" გაანადგურეს (ვიდეო)
მსოფლიო - 14:25, 18 May, 2020     1585

ლიბიის არმიამ ამბოხებულთა გენერალ ჰაფთარის სახმელეთო ძალების მფლობელობაში არსებული ანტისაჰაერო სისტემა გაანადურა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს პოლკოვნიკის მოჰამედ ქანუნუ, რომელმაც აღნიშნა, რომ ბომბდამშენების მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად ქალაქ სირტეში განლაგებული ამბოხებულებს ძლიერი დანაკარგები აღენიშნებათ- მათ შორის საბრძოლო ტექნიკასა და ცოცხალ ძალაშიც.

რუსული წარმოების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და „ძლიერი“ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, პანცირი და რადიოელექტრონული ბრძოლისათვის განკუთვნილი სპეციალური დანადგარი საჰაერო იერიშის შედეგად იქნა განეიტრალებული. აღნიშნული რუსული საზენიტო დანადგარი ჰაფთარის მებრძოლებმა არაბეთის გაერთიანებული საემიროებისგან მიიღეს.

არაბეთისგან მიღებული სამხედრო პარტიიდან ანალოგიური სისტემის განადგურების პირველი შემთხვევა შაბათსაც დაფიქსირდა. მაისში განხორციელებული კონტრშეტევის ფონზე ამბოხებული გენერალი ჰაფთარის გასამხედროებულმა ნაწილემა, რომელთაც რუსი ბოევიკთა ჯგუფი, ვაგნერი უმაგრებს ზურგს ძლიერი დანაკარგები მიიღეს.

გაეროს მიერ აღიარებული ლიბიის ოფიციალური მთავრობა ქვეყანაში კონტროლის დასამყარებლად 2019 წლის აპრილიდან იბრძვის.

შეგახსენებთ, რომ რუსული „უანალაგო“ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის, პანცირის განადგურების ეს უკვე მე-5 ფაქტია. 3 დანადგარი თურქული და ებრაული ავიაციის მსხვერპლი გახდა სირიაში მიმდინარე საბრძოლო ბატალიების განმავლობაში, 2 კი უკვე რუსეთის მიერ მხარდაჭერილი გენერალი ჰაფთარის სამხედროებს აუფეთქა ლიბიის სამთავრობო ძალების ავიაციამ.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად კრემლის თავდაუზოგავი მტკიცებისა ანტისაზენიტო სისტემა პანცირის „უანალოგობისა “ და ხარისხიანობის შესახებ, ახლო აღმოსავლეთში მიმდიანრე არც ერთ კონფლიქტში არ უსახელებია მას თავისი მწარმოებელი და დღემდე არც ერთი თვითმფრინავი არ ჩამოუგდია. კრემლის პროპაგანდისტები კი ამ ფაქტის გაბათილებას იმით ცდილობენ, რომ მის ოპერატორებს სისტემის გამოყენების უცოდინრობაში ადანაშაულებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42