თუ ვაქცინა სავალდებულო იქნება, მრევლს მოვუწოდებ, რომ არავინ გაიკეთოს - დეკანოზი შალვა კეკელია ჯერ არშექმნილი ვაქცინის წინააღმდეგ
COVID-19 - 14:15, 18 May, 2020     2406

მაცხოვრის ფერიცვალების ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია აცხადებს, რომ ვაქცინის სავალდებულო წესით გაკეთება მიუღებელია.

სასულიერო პირის განმარტებით კოვიდის ვაქცინის შექმნის შემდეგ თუ მისი მისი გაკეთება სავალდებულო გახდება, შესაძლოა ცალკეულმა სასულიერო პირებმა, ან მთლიანად საპატრიარქომ მრევლს მოუწოდოს, რომ ეს ვაქცინა არ გაიკეთონ.

„ღორის გრიპი ათწლეულებია, რაც არსებობს. გერმანიაში შარშან, ექიმიც გამოვიდა და თქვა, რომ ღორის გრიპით 10 000 ადამიანი გარდაიცვალა. თქვენ, ჟურნალისტებმაც შეგიძლიათ მოიკითხოთ, რამდენი ადამიანია საქართველოში შარშან ღორის გრიპით დაღუპული და ვაქცინა ჯერ არც არის გამოგონებული.

ჯერ არ იციან ამ სენის შესახებ. რატომ უნდა იყოს ვაქცინა აუცილებელი და სავალდებულო, რომ გავიკეთოთ. შეიძლება იცით, როგორ დადგეს საკითხი – თუ ეს ვაქცინა არ გაქვს გაკეთებული, მოგზაურობის უფლება არ მოგცენ, სამსახურში არ მიგიღონ. ეს უკვე სხვა რაღაცას ნიშნავს და ეს ვაქცინა აღარაა, უკვე სხვა რამისკენ არის მიმართული. თუ ასეთი მიდგომა იქნება, ბუნებრივია, ჩვენ ამ ვაქცინას არ გავიკეთებთ“, - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

მისი თქმით, თუ ვაქცინის გაკეთებას რეკომენდაციის სახე ექნება და იქნება თავისუფალი არჩევანი, ყველა თვითონ გადაწყვეტს.

„თუ ეს ვაქცინა იქნება ისეთი სახის, რომ მისი გაკეთების გარეშე არ მექნება უფლება რომ სამსახურში ვიარო, არ მექნება მოგზაურობის უფლება, ან სკოლაში ვერ მივიყვან შვილს, პირდაპირ შემიძლია განვაცხადო, რომ ეს ვაქცინა მაშინ არის ერთ-ერთი ნიშანი, ის არის ადამიანების საწინააღმდეგოდ მომართული, მაგრამ თუ თავისუფალი არჩევანი იქნება, ეს სხვა საკითხია. ღორის გრიპით ადამიანები იღუპებიან, მაგრამ არავის დაუვალებია ვაქცინის გაკეთება და თუ ახლა სავალდებულო იქნება, მე როგორც მღვდელი მრევლს მოვუწოდებ, რომ არავინ გაიკეთოს“, – ამბობს მამა შალვა კეკელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42