ბელგიაში ექიმებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ერთ-ერთი საავადმყოფოს სტუმრობისას პროტესტის ნიშნად ზურგი შეაქციეს და სირცხვილი დერეფანი მოუწყვეს.
აქციის მონაწილეები ხელისუფლების მიერ მიღებულ ახალ რეგულაციებსა და კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებულ პოლიტიკას აპროტესტებდნენ- ბელგიაში ჟურნალისტები და ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანა ერთ სულ მოსახლეზე კორონავირუსით გარდაცვალების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა- 11.5 მილიონიან ქვეყანაში 9000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული კოვიდ-19-ისგან.
ექიმები აცხადებენ, რომ მთავრობა არასკმარის ფულად რესურსებს გამოყოფს კორონავირუსთან ბრძოლაში.
შეგახსენებთ, რომ ბელგიაში 55 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული ზემოხსენებული დაავადებისგან. 32 000-მდე პაციენტი ამ დრომდე რჩება საავადმყოფოებში და გადის მკურნალობის კურსს. 14 630 ადამიანმა უკვე დაამარცხა კორონავირუსი და უმრავლესი მათგანი სახლში გაწერეს
მასალის გამოყენების პირობები






