ბრაზილიის ყველაზე დიდი ქალაქის, საო-პაოლოს მერის აცხადებს, რომ ჯანდაცვის სისტემას სრული კოლაფსი ელოდება, რადგან კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო საავადმყოფოებში საწოლებზე მოთხოვნა იზრდება.
ბრუნო კოვასის თქმით, საავადმყოფოებში არსებული საწოლების 90 % ათვისებულია კოვიდ ინფიცირებულთა მიერ და შესაძლოა მარაგები სრულად ამოიწუროს 2 კვირაში.
საო-პაოლო ყველაზე მძიმედ დაზარალებული რეგიონია კორონავირუსისგან, სადაც ფატალური შემთხვევების რიცხვმა 3000-ს გადააჭარბა.
შაბათს, ბრაზილიამ გადააჭარბა ესპანეთსა და იტალიას და მსოფლიოშ მე-4 ყველაზე მძიმედ დაზარალებული ქვეყნის პოზიცია დაიკავა კორონავირუსის გავრცელების მხრივ.
ჯანდაცვის ადგილობრივი მუშაკების განცხადებით, ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებს ბევრად აღემატება, რისი მიზეზიც ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში კორონავირუსის ტესტების არარსებობაა.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში კორონავირუსისგან დაავადებულთა რაოდენობა 241 080-ია, რომელთაგან 16 122 ფატალური აღმოჩნდა. 130 000-ზე მეტი პაციენტი ამ დრომდე საავადმყოფოს პალატებში გადის მკურნალობას.
მასალის გამოყენების პირობები






