უპრეცედენტო მიღწევა მედიცინაში- ამერიკულმა ბიოფარმაცევტულმა კომპანიამ აღმოაჩინა ანტისხეული, რომელიც 100 %-ით აფერხებს კორონავირუსის ორგანიზმში განვითარებას
მსოფლიო - 03:48, 17 May, 2020     2443

კალიფორნიული ბიოფარმაცევტული კომპანია აცხადებს, რომ მათ აღმოაჩინეს კორონავირუსის ანტისხეული, რომელსაც შეუძლია ადამიანის ორგანიზმი დაიცვას დაავადებისგან და გამოდევნოს ინფექცია ოთხი დღის განმავლობაში.

პარასკევს, სან-დიეგოს კალიფორნიულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ განაცხადა, რომ აღმოჩენის შედეგად მიკვლეულ იქნა ანტისხეული სახელით, STI-1499, რომელსაც 100 %-ით შეუძლია უზრუნველყოს კოვიდ-19-ის ვირუსული ნაწილაკების ჩახშობა ადამიანის ორგანიზმში. კომპანიის ხელმძღვანელი პირების თქმით, კორონავირუსისგან სამკურნალო საშუალება ვაქცინის ბაზარზე გამოჩენამდე რამდენიმე თვით ადრე უკვე ხელმისაწვდომი იქნება.

„ჩვენ გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არსებობს განკურნების საშუალება. არსებობს რეალური გამოსავალი, რომელიც 100 %-ით მუშაობს, აღნიშნა ექიმმა ჰენრი ჯიმ, „სორენტო თერაპეტიკსის“ დამფუძნებელმა ფოქს ნიუსთან ინტერვიუში- „თუ თქვენს სხეულში ვირუსის გამანეიტრალებელი ანტისხეული ფიქსირდება, თქვენ უკვე აღარ გჭირდებათ სოციალური დისტანცირება. შეგიძლიათ საზოგადოებასთან იურთიერთოდ ყოველგვარი შიშების გარეშე“ - განაცხადა ჰენრი ჯიმ.

მრავალი ტესტირებების ფონზე, კომპანია სორენტოს მკვლევარებმა რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ აღმოაჩინეს მხოლოდ ერთი ანტისხეული- “STI-1499”, რომელიც მათი განცხადებით, 100 %-ით ბლოკავს კოვიდ 19-ის გავრცელებას ადამიანის სხეულის ჯანმრთელ უჯრედებში.

“როდესაც ანტისხეული ხელს უშლის ვირუსს, რომ გავრცელდეს ადამიანის ორგანიზმის უჯრედებში, დაავადებას არ შეუძლია არსებობის გაგრძელება. თუ ისინი ვერ აღწევენ ორგანიზმის უჯრედში, ისინი ვეღარ ახერხებენ განმეორებითი ქმედებით სხეულზე თავდასხმას. ეს კი ნიშნავს, რომ თუ ჩვენ მოვახდენთ ვირუსის უჯრედში გავრცელების პრევენციას, იგი საბოლოოდ მოკვდება. სხეული კი ინფექციისგან თავისუფლდება“- აცხადებენ ამერიკულ ფარმაკოლოგიურ კომპანიაში.

ექიმი ჯი აცხადებს, რომ ზემოხსენებული ანტისხეული შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს, როგორც პრევენციული თერაპია, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ ვაქცინაზე უფრო ეფექტური აღმოჩნდეს. მისი თქმით, გვერდით მოვლენები ანტისხეულების ადამიანის ორგანიზმში შეყვანის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ პირველ ჯერზე შეუძლიათ თვეში 200 000 დოზის მიწოდება ჯანდაცვის უწყებებისთვის. მათი თქმით, აპირებენ ათობით მილიონი პროდუქტის წარმოებას სავარაუდო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მთელს მსოფლიოში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42