მედიცინის ექსპერტებმა დაადგინეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, თუ რა იწვევს ადამიანთა მასობრივ გარდაცვალებას კოვიდ ინფიცირებულთა შორის. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პაციენტთა 30 %-ს, რომლებიც კორონავირუსის გამო კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან, უვითარდებათ სისხლის შედედება ორგანიზმის სხვადასხვა უბნებში.
აღნიშნული მოვლენის მთავარი გამომწვევი არის მძიმე ანთების მიმდინრეობა ფილტვებში, რომელიც გახლავთ ორგანიზმის ბუნებრივი რეაქცია შემოჭრილი ვირუსის ფონზე. მეცნიერთა თქმით, ვირუსის შედეგად ინფექციის ფართო გავრცელების დროს სისხლძარღვებში წარმოიქმნება ე.წ თრომბები, რომლებიც სისხლის მიწოდებას გულიდან ფილტვებში აფერხებენ, რის შემდეგადაც იზრდება გულის შეტევის ან ინსულტის განვითარების რისკები. ადამიანებს ასეთ დროს ხშირად აღენიშნებათ გართულებული სუნთქვა, სხეულის ტემპერატურის ზრდა, ძლიერი ოფლიანობა, თავბრუსხვევა და ორგანიზმის დაუძლურება.
გამოკვლევების შედეგად კოვიდინფიცრებულ ზოგიერთ პაციენტებზე მედიკოსებმა ასეულობით მიკრო ჩაქცევის შემთხვევა აღმოაჩინეს ფილტვებზე, რომლის შემდეგაც უმრავლეს შემთხვევაში პაციენტთა მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და მათი სიცოცხლე ფატალურად დასრულდა.
მასალის გამოყენების პირობები






