"ადამიანებს ჩიპების და რაღაცების სჯერათ, მარგამ ვირუსის არსებობის არა"- ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმანძემ გააკეთა.
მისი თქმით, კორნავირუსის არსებობა არ უნდა დავივიწყოთ რადგან ის არსად გამქრალა:
"ადამიანებს ჩიპების და რაღაცების სჯერათ და ვირუსი რომ არის გვერდით, მაგის არ სჯერათ. ვირუსი არის, არ გამქრალა არსად. ამიტომ ნებისმიერ დროს თუ ჩვენ არ ვიქნებით მაქსიმალურად ფრთხილად, არ დავიცავთ წესებს, ყოველთვის არის ვარიანტი, რომ შემობრუნდეს. ზამთარში, რა თქმა უნდა, როცა სეზონი დადგება რესპირაციული დაავადებების დიდი მოლოდინია, რომ ვირუსი შემობრუნდება", - აცხადებს იმნაძე.
მისი თქმით, მსოფლიო სხვადასხვა ცენტრებში ვაქცინაზე მუშაობა და გამოცდა მიმდინარეობს, თუმცა ვაქცინაზე ადრე, სავარაუდოდ, მსოფლიოს ეფექტური წამალი ექნება.
მასალის გამოყენების პირობები






