ბელგიის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურები შეშფოთბას გამოთქვამენ იმ საკითხზე, რომ ჩინეთის ხელისუფლებას შესაძლოა, მალტის საელჩო გამოეყენებინა ე.წ მონაცემების შემოგრევებლ სადაზვერვო ბაზად.
გამოქვეყნებული წერილის საფუძველზე ირკვევა, რომ ბელგიის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურები გამოთქვეს შეშფოთება ჩინელი აგენტების მიერ საელჩოს შენობაში სარემონტო სამუშაოების მიმდინარე პროცესის დროს დამონტაჟებული ჯაშუშური მოწყობილობების გამო. აღნიშნულ ბრალდებებს მალტის ყოფილი ელჩი უარყოფს. ა
ღნიშნული ინფორმაცია ბელგიის სამთავრობო უწყებებს ბრიტანულმა დაზვერვამ მიაწოდა, რომელთა თქმით, ჩინეთი ცდილობს ევროპულ კომისიაში ჯაშუშური ქსელი აამოქმედოს და საიდუმლო ინფორმაციებზე წვდომა დაამყაროს.
ფრანგული გამოცემის თქმით, ბრიტანელმა აგენტებმა გააფრთხილეს ბელგიელი პარტნიორები იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ჩინეთი იყენებს მალტის საელჩოს , როგორც „ სადაზვერვო კოშკად“ , რათა მიაყურადოს ევროკომისიის შენობას, რომელიც აღნიშნული ტერიტორიის სიახლოვესაა განლაგებული.
ცნობილია, რომ ჩინეთმა 21 მილიონი ევრო გადაიხადა იმისათვის, რათა შეესყიდა და გაერემონტებინა 9 სართულიანი „სახელმწიფო ხელოვნების საელჩოს შენობა“ , რომელიც ცნობილია, როგორც „DAR MALTA”. ჟურნალისტური გამოძიებით, სწორედ ამ შენობაში მიმდიანრეობდა მძლავრი სიხშირეების მქონე მოსასმენი აპარატურის დამონტაჟება.
მასალის გამოყენების პირობები






