კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული მსოფლიო ფეხბურთი დღეს კვლავ უბრუნდება ტელეკრანებს, რომელსაც მილიონობით ფეხბურთის მოყვარული სულმოუთქმელად ელოდება.
17 მაისს განახლდება გერმანიის საფეხუბრთო ჩემპიონატის , ბუნდეს ლიგის 26-ე ტური, სადაც 12 გუნდი დაუპურისპირდება ერთმანეთს. ცენტრალურ მატჩს წარმოადგენს დორტმუნდის ბორუსიასა და შალკეს შორის დაპირისპირება, რომელიც საქართველოს დროით 17:30 წუთზე დაიწყება.
მთავარი სპორტული ღონისძიების აღდგენის გადაწყვეტილება გერმანიის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით მიიღო. ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ პანდემიის გავრცელების არეალი საგრძნობლად შეამცირეს და კორონავირუსი ამ დროისთვის გერმანიაში კონტროლს ექვემდებარება. მიუხედავად ოფიციალური საფეხბურთო მატჩების განახლებისა, მთავარი შეზღუდვა რაც ჩემპიონატის ბოლომდე იქნება მკაცრად დაცული გახლავთ ის, რომ სტადიონებზე მაყურებლების გარეშე გაიმართება შეხვედრები კოვიდ 19-ის გავრცელების პრენევციული ღონისძიებების გათვალისწინებით.

მასალის გამოყენების პირობები






