უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსკოვის უნივერსიტეტი ( МГУ) და ეროვნული მუზეუმი „ერმიტაჟი“ იმ სიაში მოახვედრა, რომელშიც რუსული კომპანიებისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიმართ დაწესებულია სანქციები. ამის შესახებ პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე არის გამოქვეყნებული მოხსენება.
აღნიშნული სანქციები აგრეთვე შეეხო სამეცნიერო და კულტურის სფეროს უწყებებს, აგრეთვე რუსეთის გეოგრაფიულ საზოგადოებასაც, დიპლომატიური სასწავლებლის - აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტსაც.
გაცემული სანქციების სიაში მოხვედრილ სხვადასხვა კომპანიებთან მიმართებით გამოიყენებენ სანქციების ისეთ მექანიზმებს, როგორებიცაა: აქტივების გაყინვა, უკრაინის ფარგლებს გარეთ კონკრეტული კაპიტალისა და ქონების გატანის აღკვეთა, ლიცენზიის გაუქმება, კულტურული გაცვლითი პროგრამების გაუქმება , სამეცნიერო ურთიერთკავშირის შეჩერება და ა.შ. გავრცელებული ინფორმაციით, სანქციების ვადა 3 წლიანია.
მასალის გამოყენების პირობები






