რესპუბლიკურ საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის თქმით, მათ კლინიკაში 46 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
მისი თქმით, ორი მათგანი კლინიკაში დღეს დილით ბოლნისიდან უკვე დადასტურებული დიაგნოზით გადაიყვანეს.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში სულ ე.წ. ბოლნისის კლასტერიდან შვიდი ინფიცირებულია მოთავსებული.
„38-დან ავედით 46-ზე, ეს არის ბოლნისი სულ ყველა. გადმოიყვანეს შვიდი პაციენტი. ბოლნისიდან გადმოყვანილების მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. არც ერთს არ სჭირდება მართვითი სუნთქვა. შვიდივეს ჩაუტარდება კვლევები, კომპიუტერულ ტომოგრაფიას გავუკეთებთ, ზუსტად გვეცოდინება ყველაფერი ხვალ, მაგრამ მდგომარეობა, ჩივილები არ არის მძიმე.
კვლავ კრიტიკულად მძიმედ რჩება ერთი ინფიცირებულის მდგომარეობა, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება. პაციენტი ხანდაზმულია, მას მწვავე პნევმონია და თანმხლები დაავადებები აქვს. პნევმონიის არსებობის გამო ასევე საყურადღებოა ხუთი პაციენტი, თუმცა მათ მართვითი სუნთქვა არ ესაჭიროებათ"- აცხადებს ის.
მასალის გამოყენების პირობები






